ასტრონომია

 ასტრონომია (ბერძნ. αστρονομία; άστρον ასტრონ — ვარსკვლავი; νόμος ნომოს — კანონი), არის მეცნიერება სამყაროს შესახებ, რომელიც იკვლევს ციური სხეულებისა და მათ მიერ წარმოქმნილი სისტემების განლაგებას, მოძრაობას, აგებულებას, წარმოქმნას და განვითარებას.

 ასტრონომია ძირითადად იკვლევს მზეს და ვარსკვლავებსპლანეტებს და მათ თანამგზავრებს, კომეტებს და მეტეორიტებს ნისლეულებს , ვარსკვლავთა სისტემებს და ნივთიერებას, რომელიც ავსებს ვარსკვლავთშორის სივრცეებს. ვრცლად...

 

გამოჩენილი ასტრონომები

ისააკ ნიუტონი - IsaacNewton

 ისააკ ნიუტონი (დ. 4 იანვარი, 1643, სულსთორპი, გრემთემის მახლობლად ― გ. 31 მარტი, 1727, კენსინგტონი) -- ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი; კავშირშია...

ნიკოლოზ კოპერნიკი

 ნიკოლოზ კოპერნიკი (დ. 19 თებერვალი , 1473 ქალაქ თორნში (პონოლურად თორუნი), დასავლეთი პრუსია — გ. 24 მაისი, 1543 ფრაუენბერგში (დღევანდელი ფრომბორკი), ერმლანდის სამთავრო) — ცნობილი...

იოჰანეს კეპლერი

 იოჰანეს კეპლერი (Johannes Kepler; დ. 27 დეკემბერი, 1571, ვაილ–დერ–შტადტი – გ. 15 ნოემბერი, 1630, რეგენსბურგი) – გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი, თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა...

გალილეო გალილეი

 გალილეო გალილეი (დ. 15 თებერვალი, 1564, პიზა — გ. 8 იანვარი, 1642, არჩეტრი, ფლორენციის მახლობლად), იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი, სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთი...

ჯორდანო ბრუნო

 ჯორდანო ფილიპო ბრუნო (დ. 1548, ნოლა, ნეაპოლის მახლობლად — გ. 17 თებერვალი, 1600, რომი) - იტალიელი ასტრონომი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი და პოეტი, დომინიკელთა ორდენის წევრი, პანთეიზმის...

რჩეული სტატია

       შავი ხვრელი - Black Hole

 შავი ხვრელი — არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.

 ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას — სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.

არსებობს მრავალი კოსმოსური ობიექტი, რომლის დანახვაც ადამიანის თვალით შეიძლება — ვარსკვლავები, ნისლეულები, პლანეტები. მაგრამ სამყაროს უმეტესი ნაწილი უხილავია, მათ შორის უხილავია „შავი ხვრელებიც“. კითხვის გაგრძელება...

 

ასტრონომიული ხელსაწყოები

  • ასტროლაბი
  • ტელესკოპი
  • ასტროგრაფი
  • ასტრონომიული საათი
  • დიოპტრი
  • რეფრაქტორი
  • რეფლექტორი
  • ფოტომეტრი
  • ჰელიომეტრი

 

გამოჩენილი ქართველი ასტრონომები


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html