ძვ. ეგვიპტური მითოლოგია

ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ჩვ. წ.-მდე VI-IV ათასწლეულში, დიდი ხნით ადრე კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე.

 ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.

 ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები:ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები...

 მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ჩვ. წ.-მდე XXVI-XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ჩვ. წ.-მდე XXI-XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” - შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ჩვ. წ-მდე. XVI ს. შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.

 ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ.

 მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.

 ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს (ჩვ. წ-მდე დაახლ. 485-424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ჩვ. წ.-მდე V ს-ში) ნაშრომი ”ისტორია”; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ჩვ. წ. I-II სს.) ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ.

 მითების ცნობით, ნილოსის მიწა-წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, ე.ი ჩვ. წ.-მდე 21 000 წლიდან. 9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძერას გადასხვა. რა მხოლოდ 1000 წელიწადის მართავდა ეგვიპტეს - ჩვ. წ.-მდე 12 000 - 11 000 წლებში. სწორედ ეს წლები ემთხვევა წარღვნის სავარაუდო დროს.

                                  ღმერთები

ეგვიპტურად(ტრანსლიტ) ფუნქცია,რანგი,ნათესაური კავშირი სხვა ღმერთებთან,განსაკუთრებული თვისებები გამოსახულება
ამონი (რა-ამონ) მზისა და ნაყოფიერების ღმერთი იხ.სურათი
გები დედამიწის ღმერთი   ხ.ს  რა თი
ოსირისი მზის, ნილოსის, ქვესკნელისა და მიცვალებულთა უზენაესი ღმერთი იხ.სურა თი
რა მზის უზენაესი ღმერთი იხ.სურათი
შუ მზის გასხივოსნებული სივრცის ღმერთი იხ.სურათი
ხონსუ მთვარის ღმერთი იხ.სურათი
პტა (პტახი,ფთა) ცეცხლი ღმერთი,ღმერთების მამა  
სოპი (სეპი) მკვდრების მფარველი ღმერთი  

 

ეგვიპტის მითოლოგია-ღმერთები

თოტი

 თოტი (ბერძ: Θώθ (თოოთ), ეგვიპტ: დჰოვტიი) სიბრძნისა და მეცნიერების ძველეგვიპტური ღვთაება. სიტყვა „თოთი“ მომდინარეობს ძველბერძნული ფორმიდან Θωύθ, ხოლო თვითონ ეგვიპტელები კი მას ეძახდნენ ჯეჰუტი ან დჰოვტიი. თოტი ასევე არის დამწერლობის, კალენდრისა და მთვარის ღვთაება. გადმოცემით სწორედ მას...

სეთი

სეთი — ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი ღმერთი. ის წარმოადგენს ომის და ბოროტების განსახიერებას. სეთი არის ღმერთი, რომელსაც აქვს ადამიანის ტანი და ვირის თავი.მან მოკლა თავისი უფროსი ძმა ოსირისი და მისი სხეულის ნაწილები მთელი მსოფლიოს გარშემო მიმოფანტა,მაგრამ მოგვიანებით ის ისიდამ გააცოცხლა. მას...

სებეკი

 სებეკი (სობეკი) — ნიანგის თავით გამოსახული წყლის ძველეგვიპტური ღმერთი. მისი თანხვედრა ხდება მიწის ღმერთ გებთან, მზის ღმერთ რასთან სებეკ-რას ფორმით და ოსირისთან. სებეკს თაყვანს ძირითადად ფაიმში და მერიდის ტბის ნაპირებზე, კომ-ომბოში (ომბოსი) სცემდნენ. ასევე კროკოდილოპოლსა (ნიანგთქალაქი) და...

ხონსუ

 ხონსუ, ხონსი (ეგვ. "მოარული") — ეგვიპტელთა მთვარის ღმერთი, სამების მესამე წევრი.: მამა - ამონი, დედა - მუტი, შვილი ხონსი. ესაა ქალაქ თებეს დიდი სამება, განსაკუთრებით დიდი თაყვანისცემის საგანი იყო რამზეს III-ს დროს (მე-20 დინასტია). ხელოვნებაში  ხატავდნენ და აქანდაკებდნენ ზეზე...

ისიდა

 ისიდა, ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება, ოსირისის და და ცოლი. ოსირისის კულტთან უმჭიდროეს კავშირშია ისიდას კულტი. ისიდა იყო ნაყოფიერების, დედობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ქალღმერთი. ერთი ეგვიპტური მითის მიხედვით ოსირისი მოკლა ბოროტმა სეთმა და მისი სხეულის ნაწილები მთელ დედამიწაზე მოაბნია....

ჰოროსი (ჰორი)

 ჰორუსი (ეგვ-ბერძ "შორეთი", "ცის მიჯნა") — ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღმერთი. ოსირისისა და ისიდას შვილი, მისი მეუღლე იყო ჰატჰორი.  შევარდნის გარეგნობის ეგვიპტური ღვთაება, დასაბამიდან ცისა და მზის ღმერთი, უძველეს დროს ღმერთკაცი, მეფე-ღმერთი, რომელმაც მამის სისხლი აიღო და მძიმე ბრძოლების...

ჰატჰორი

 ჰატჰორი, ჰათჰორი (ეგვიპტ. ჰათ-ჰორ = ჰორის სახლი) —  ეგვიპტური მითოლოგიის  ერთ-ერთი ქალ-ღმერთი. ცის, სიყვარულის, მხიარულების, მუსიკისა და ცეკვის ქალღმერთი. ასევე ფარაონთა და დედობის მფარველი. ითვლებოდა ციურ ძროხად, რომელიც ყოველდღე წარმოშობდა მზის დისკოს. მას გამოსახავდნენ...

ბასტეტი

 ბასტეტი — სიყვარულისა და მხიარულების ქალღმერთი. გამოსახავდნენ კატის სახით. აგრეთვე გამოისახებოდა კატისთავიანი ქალის სახითაც. ადრეული დინასტიების ეპოქაში, კატების მოშიანურებამდე, გამოსახავდნენ ლომის სახით.  ბასტეტის კულტის ცენტრს წარმოადგენდა - ქ. ბუბასტისი (ძვ.წ.X-VIIIს.ს.), რომლის...

ატონი

 ატონი — ძვ. ეგვიპტის მზის ღვთაება; საფუძვლად დაედო ჰელიოპოლისის ძვ. მზის ღვთაება რა-ჰარახტის ანუ რა-ჰორახტეს კულტი. ამენჰოტეპ IV-მ ატონის კულტით შეცვალა მრავალღმერთიანობა და ერთიან სახელმწიფოებრივ კულტად გამოაცხადა. ატონის კულტის ცენტრი აჰეტატონი იყო.  როგორც ფიქრობენ, თვით ფარაონმა...

ანუბისი

 ანუბისი (ბერძნ. Άνουβις) — ძველ ეგვიპტური სიკვდილის ღმერთის გაბერძნულებული სახელი. ძველად გაიგივებული იყო ტურასთან და შემდგომშიც ხშირად გამოისახებოდა ტურის ან ძაღლის თავით. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ისიდას კულტი გავრცელდა, ბერძნები და რომაელები ანუბისს ამ ღმერთის მსახურად მიიჩნევდნენ....
1 | 2 >>

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html