სკანდინავიური მითოლოგია

 სკანდინავიური მითოლოგია - ჩრდილო-გერმანულენოვანი ტომების (ნორმანების, დანების, ანგლების, საქსების) მითოლოგია, რომელიც ჩამოყალიბდა ქრისტიანობის მიღებამდე, დაწყებული ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან. მის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროა პოეტური „უფროსი ედას” და ს.სტურლუსონის პროზაული „ედას” ტექსტები. თითქმის იმავე პერიოდს მიეკუთვნება დანიელი ქრონოლოგის საქსონ გრამატიკის მითოლოგიური სიუჟეტები.

სამყაროს შექმნა

 თავდაპირველად მხოლოდ უფრსკული გინუნგაგალი იყო. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო ნიფლჰეიმი, ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო - მუსპელჰეიმი მდებარეობდა. ნილსთა სამეფოში გელგერმირმა წყარო შექმნა,რომლისგანაც თორმეტი ძლიერი ნაკადი (ელივაგარი) წარმოიშვა. წყალი ნიფლჰეიმში ყინულად იქცეოდა, მაგრამ წყარო მაინც აგრძელებდა წყლის ნაკადს და გაყინული ლოდები მუსპელჰეიმისკენ მიედინებოდნენ. ბოლოს ყინულოვანი ლოდები ისე ახლოს მივიდნენ, რომ გადნობა იწყეს. გამდნარი ყინულების ნაპერწკლებიდან წარმოიშვა გიგანტი იმირი. მოგვიანებით, მარილიანი ყინულიდან გაჩნდა ძლიერი გიგანტი ბური. მისმა შვილმა, ბიორმა ცოლად დევქალა ბესლა შეირთო. მათ გაუჩნდათ სამი შვილი-ასები : ოდინი, ვილი და ვე. ძმებს არ მოეწონათ ბოროტი იმირის მბრძანებლობა და მოკლეს იგი, ხოლო მისი სხეულისგან შექმნეს მიდგარდი. მიდგარდისგან აღმოსავლეთით, ასებმა იოტუნჰეიმი შექმნეს და სამფლობელოდ ბელგელმირს და მის შთამომავლობას გადასცეს . დროთაგანმავლობაში ასები მომრავლდნენ და მიწიდან მაღალზე აიშენეს ქვეყანა და მას ასგარდი დაარქვეს.

ადამიანის შექმნა

 სამყაროს შექმნის შემდეგ, ოდინმა და მისმა ძმებმა მისი დასახლება გადაწყვიტეს. ზღვის პირას იპოვეს ხეები: თხმელა და იფანი. თხმელისგან კაცი, ხოლო იფნისგან ქალი შექმნეს. მერე ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება, ვემ კი სისხლი და გრძნობა. ასე გაჩნდნენ პირველი ადამიანები. კაცს ერქვა ასკი (Frêne), ქალს - ემბლა (Orme). ისინი ერთად იქნებიან ქვეყნის დასაბამიდან ცხრა სამყაროს შექმნამდე და კაცობრიობას გაამრავლებენ. ადამიანთა და ღმერთთა სამყაროს საზღვარი (ბიფროსტი) ცისარტყელის ფორმით წარმოიდგინება. ბიფროსტს ჰეიმდალი იცავს.

ღმერთების პანთეონი

მითოლოგიური არსებები

მეფეები და გმირები

მონსტრები და ცხოველები

წყაროები

სკანდინავიური მითოლოგია

პოეტური ედა

 პოეტური ედა - ძველ სკანდინავიურზე შესრულებული შუა საუკუნეების პოემები, რომლებიც ძირითადად ისლანდიაში მანუსკრიპტებითაა შემონახული (მაგ. Codex Regius). სნორი სტურლუსონის პროზა ედასთან ერთად, პოეტური ედა არის სკანდინავიური მითოლოგიის და გერმანული საგმირო ლეგენდების კვლევაში...

სლეიპნირი

სლეიპნირი (Sleipnir) არის ლოკეს შვილი. სკანდინავიურ მითოლოგიაში სლეიპნირი ოდინის ულაყია. მას რვა ფეხი აქვს, ის ყველაზე სწრაფია ეტალონთა შორის. სლეიპნირს გადაადგილება შეუძლია, როგორც მიწაზე, ასევე ზღვაზე და ჰაერზეც კი.

ბეოვულფი

 ბეოვულფი (ძვ. ინგლ. Beowulf „ფუტკრის მგელი“, ანუ „დათვი“) — ძველსაქსონური ეპიკური პოემა, რომელიც ხდება სკანდინავიაში, ანგლების ბრიტანეთში გადასახლებამდე. დარქმეულია მთავარი გმირის საპატივსაცემოდ. ტექსტი შეიქმნა VIII საუკუნის დასაწყსისში, ხოლო შემდგომ ქრისტიანობის...

ჰუნდინგი

ჰუნდინგი— ძლიერი კონუნგი სკანდინავიურ მითოლოგიაში. ჰუნდლანდის (ძაღლის ქვეყნის) ეპონიმი, მრავალი გმირი შვილის მამა; ემტერება სიგურდს, ერთიმეორეს ნათესავებს უხოცავენ.

გულფი

თქმულება  მეფეს ესტუმრა ვინმე გიფეონი და საოცარი ამბავი მოუთხრო. ბრძენმა მეფემ აღუთქვა იმდენი მიწა, რამდენსაც მოხნავდა ოთხი ხარით დღე-ღამის განმავლობაში. სტუმარმა იოტუნჰაიმიდან ოთხი ბიმბერაზი ხარი-სახე შილი შეაბა გუთანში. ამ ხარებმა შვედეთს მოაგლიჯეს დიდი მიწა და ზღვაში...

ბრაგი

 ბრაგი (სკანდ. Bragi) – ოდინის ძე, პოეტური ხელოვნების ღმერთი, სკალდების მფარველი, იდუნის ქმარი, ერთ-ერთი აზთაგანი ჩრდილოეთის მითოლოგიაში. ხელოვნებაში გრძელწვერა ქნარიანი მოხუცია.

ბალდრი

 ბალდრი, ბალდერი (ძველი ნორდული Balder), სინათლისა და გაზაფხულის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში. ოდინისა და ფრიგის ძე. მითური გადმოცემით, მისი სიკვდილი ღმერთების (აზების) და მთელი სამყაროს დაღუპვას მოასწავებდა, ამიტომ დედა — ფრიგი ყველაფრისაგან იცავდა, მხოლოდ ფითრი...

ლოკე

 ლოკე, ლოკი (Loke, Loki, Lopt) — ცეცხლის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში. გიგანტების, ფარგაუტისა და ლაუფეის შვილი. მიუხედავად მისი იოტუნორი წარმოშობისა ასებმა მაინც დართეს ნება, რომ მას ასგარდში ეცხოვრა თავისი არაჩვეულებრივი გონებისა და ეშმაკობის გამო. მითი და...

ოდინი

 ოდინი, ვოდანი (სკანდ. Odhinn, Odinn, გერმ. Wodan, Woutan) — ძველ გერმანელთა მითიური სისტემის უზენაესი ღმერთი, ქვეყნიერების მომწესრიგებელი, აზების ოქროსბეჭდიანი მბრძანებელი, ღმერთების სკანდინავიური პანთეონის მამამთავარი, „ვალფარეტად“ წოდებული (ვალჰალის მამა), არსთა...

იოტუნები

 იოტუნები (Jötun) - სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან. იოტუნები ცხოვრობდნენ იოტუნჰეიმში, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალით და სიდიდით და იყვნენ ასთა მოწინააღმდეგები და ხალხის მტრები. იოტუნების მეორე სახელია : გრიმტურსენები....

საგა (ლიტერატურა)

 საგა (ძვ. სკანდ. saga < segja - თხრობა), 1. ძველი სკანდინავიური და ირლანდიური ეპიკური ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს ისტორიული და საყოფაცხოვრებო რეალიზმი, ფსიქოლოგიზმი, თხრობის მშვიდი კილო, ეპოსისათვის დამახასიათებელი სიუჟეტური სიმარტივე. წერილობითი სახით გაჩნდა XII...

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html