ფოტოგრაფია

 ფოტოგრაფია (ბერძნულიდან φωτο და γραφία), მგრძნობიარე მასალაზე, როგორიცაა ფირი ან ელექტრონული სენსორი, მყარი ან მოძრავი სურათების შექმნის პროცესი და ხელოვნება. საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული სინათლე ააქტიურებს მგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორს მოკლეხნიანი ექსპოზიციის პერიოდში, როგორც წესი, ფოტოგრაფიული ლინზის საშუალებით, მოწყობილებაში, რომელსაც კამერა ქვია, და რომელიც მიღებულ ინფორმაციას ქიმიურად ან ელექტრონულად ინახავს. ფოტოგრაფიას მრავალმხრივი გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ბიზნესსა და გართობაში. კითხვის გაგრძელება...

 

რჩეული სტატია

სტივ მაქქარი

 სტივ მაქქარი(დ. 24 თებერვალი 1950 წელი), ცნობილი ამერიკელი ფოტოჟურნალისტი. მის მიერ გადაღებულია უამრავი უნიკალური, ისტორიული თუ ღირსშესანიშნავი ფოტო. ერთ-ერთი ასეთი ფოტოა "ავღანელი გოგო", რომელიც, თავდაპირველად გამოჩნდა "National Geographic"-ის ჟურნალებში, და რომელსაც საკაომდ საინტერესო ისტორია აქვს. კითხვის გაგრძელება...

 

იცით რომ...

  • ...პირველი ფოტოსურათი იყო გამოსახულება, შექმნილი 1826 წელს ფრანგი გამომგონებელი ნიკეფორ ნიეპსის მიერ ლითონის ფირფიტაზე, რომელიც ნავთობის გამონახადი ე. წ. იუდეის ბიტუმით იყო დაფარული...
  • ...კოდაქრომის გამომგონებლები, ლეოპოლდ მანესი და ლეოპოლდ გოდოვსკი, ორივე დამსახურებული მუსიკოსები იყვნენ...
  • ...ამერიკელი ფოტოგრაფი მარგარეტ ბურკ-უაიტი პირველი სამხედრო ფოტოჟურნალისტი ქალი იყო...
  • ...შიფტ-ობიექტივი, ლინზის გადაწევის შესაძლებლობის წყალობით, გადაღებისას პერსპექტივის ცთომილების თავიდან აცილების საშულებას იძლევა...

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html