ახალი ამბები

  • 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე (სურათზე).
  • უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რუსეთთან 2009 წელს დადებული ხელშეკრულების გამო.
  • ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგში ტომას სარჯენტი და კრისტოფერ სიმსი (აშშ) გახდნენ.
  • ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში სამი ქალბატონი, ელენ ჯონსონ-სირლიფი, ლეიმა გბოვი (ლიბერია) და ტავაკულ კარმანი (იემენი) გახდა.
  • ნიკოლა სარკოზი თბილისს ესტუმრა.

 

რჩეული სტატია

შავი ხვრელი

 შავი ხვრელი — არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.

 ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას — სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.

არსებობს მრავალი კოსმოსური ობიექტი, რომლის დანახვაც ადამიანის თვალით შეიძლება — ვარსკვლავები, ნისლეულები, პლანეტები. მაგრამ სამყაროს უმეტესი ნაწილი უხილავია, მათ შორის უხილავია „შავი ხვრელებიც“. კითხვის გაგრძელება...

 

იცით თუ არა რომ... 

  •  აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა პირველი დემოკრატიული სახელმწიფო იყო ისლამურ სამყაროში...
  •  ძველად საქართველოში სამოსამართლო დაწესებულების ერთ-ერთი სახელწოდება სამსჯავრო სახლი იყო...
  •  შვეიცარიას დედაქალაქი არა აქვს, ბერნი კი სახელმწიფოს მხოლოდ დე ფაქტო დედაქალაქია...
  •  მსახიობ ბრიუს უილისს (სურათზე), მიუხედავად არაერთი წარმატებული როლისა, დღემდე არ მიუღია ოსკარი...
  •  პოპულარულ ინგლისურ ანდაზაში, The quick brown fox jumps over the lazy dog, ინგლისური ანბანის ყველა ასო-ნიშანია გამოყენებული...
  •  ძველად საქართველოში მოღალატე მეუღლეს ეკლესია სასჯელად 15 წელს უზიარებლად ყოფნას უწესებდა...
  •  სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა მრავალცოლიანია, ჰყავს 8 (მათ შორის 5 ოფიციალური) მეუღლე და 20 შვილი...

ყურადღება

ვისაც სურს დაეხმაროს საიტს, მიენიჭოს მოდერატორის სტატუსი და გახდეს სხვადასხვა სტატიების ავტორი მოგვწერეთ მაილზე: toka931@gmail.com

 

მოითხოვე სტატია...

 

ეს საინტერესოა

 სულ მაინტერესებდა, რატომ იკვლევს ხალხი ასეთ რაღაცეებს. ვინმეს გაგაჩნიათ კომპეტენტური ან არაკომპეტენტური აზრი ამის შესახებ? 

აბა, დავიწყოთ: 

 

თუ 8 წელი, 7 თვე და 6 დღე იყვირებთ, თქვენ მიერ წარმოებული ენერგია საკმარისი იქნება ერთი ფინჯანი ყავის გასაცხელებლად. 

თუ 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში განუწყვეტლივ გამოუშვებთ გაზს, მისი ენერგია გაუტოლდება ატომური ბომბის ენერგიას. 

ადამიანის გულის ცემის წნევა საკმარისია სისხლის ერთ კილომეტრზე გასასროლად. 

ღორს ორგაზმი ნახევარ საათს უგრძელდება. 

ტარაკანს უთავოდ 9 დღე შეუძლია იცოცხლოს, სანამ შიმშილით არ მოკვდება. (ფუ!) 

კედელზე თავის რტყმისას საათში 150 კალორია იწვება. 

ნემსიყლაპია ვერ ამყარებს სქესობრივ კავშირს, თუ მამრს თავის სხეულზე "ადგას". მდედრი სექსს იწყებს მისთვის თავის წაწყვეტით! 

რწყილს შეუძლია საკუთარ სხეულზე 350-ჯერ მეტ მანძილზე გადახტომა. ეს იგივეა, რომ ადამიანი საფეხბურთო მოედნის სიგრძეზე დახტოდეს. 

ლოქოს 27000-ზე მეტი გემოს შეგრძნება შეუძლია. 

ზოგიერთი ლომი სქესობრივ კავშირს დღეში 50-ზე მეტჯერ ამყარებს. 

პეპლები გემოს ფეხებით შეიგრძნობენ. 

ენა სხეულის ყველაზე ძლიერი კუნთია. 

ცაციები საშუალოდ მემარჯვენეებზე ცხრა წლით ნაკლებს ცოცხლობენ. 

სპილო ერთადერთი ცხოველია, რომელსაც ხტუნვა არ შეუძლია. 

კატის შარდი სითბურ გამოსხივებაში მოხვედრისას ანათებსო. 

სირაქლემას ტვინზე უფრო დიდი თვალი აქვს. 

ზღვის ვარსკვლავს ტვინი არ აქვს. 

თეთრი დათვები ცაციები არიან. 

ადამიანები და დელფინები ცხოველთა ერთადერთი სახეობაა, რომელსაც სექსი არა მხოლოდ გასამრავლებლად, სიამოვნებისთვისაც აქვთ.

 

Mine - ნაღმი (Short Film)

სატელევიზიო სასწავლო ცენტრის

სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტთა I საკურსო ნამუშევარი კობა ცხაკაიასთან.

 

 

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html