დობილნი

 დობილნიქართულ მითოლოგიაში (აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში) ღვთაებათა დამხმარე სულები. გადმოცემების თანახმად, დობილნი პატარა ბავშვების და ქალების სახეს იღებენ. მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს ისინი მოლზე გამოდიან ბურთის სათამაშოდ. შემთხვევით მათ შორის მოხვედრილ ადამიანს ისინი თელავენ, რის შედეგადაც იგი ავად ხდება. როდესაც მთის მწვერვალებიდან მზის პირველი სხივები გამოჩნდება ხოლმე, დობილნი სოფლებს შეესევიან და მათ მცხოვრებლებს ავადმყოფობებს უგზავნიან. დობილნი ძირითადად მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ვნებენ, რადგან მამაკაცებს ვერ უმკლავდებიან. სოფლებში მათდამი მიძღვნილი სპეციალური სამლოცველოები შენდებოდა ხოლმე.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html