ირან-კონტრას სკანდალი

ირან-კონტრას სკანდალი, მეორე გავრცელებული სახელწოდებაა ირანგეიტი, იყო პოლიტიკური სკანდალი, რომელსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მმართველობის ჟამს. სკანდალი გახმაურდა 1986 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.

რეიგანის მთავრობას ბრალი ედებოდათ ირანზე იარაღის საიდუმლოდ მაყიდვიდან აღებული ფულით მემარჯვენე-ექსტრემისტული "კონტრას" დაფინანსებაში, რომელთაც უნდა დაემხოთ სანდინისტური მთავრობა ნიკარაგუაში. ერთის მხრივ ეს დაფინანსება ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის კონგრესის დადგენილებას და მეორეს მხრივ ფული უნდა გამეყენებინათ ლიბანში ამერიკელი მძევლების განთავისუფლებისათვის.

საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში შეერთებული შტატები დამნაშავედ ცნო ნიკარაგუაში თავისი მილიტარისტული და პარამილიტარისტული ქმედებების გამო. მიუხედავად სასამართლოზე თავის წარმომადგენლის გაგზავნისა აშშ-მა განაცხადა, რომ სასამართლოს არავითარი უფლება არ აქვს გაასამართლოს შეერთებული შტატები. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ თავის რეზოლუციაში მოსთხოვა აშშ-ს ეღიარებინა სასამართლოს განაჩენი. რეზულუციის მიღების წინააღმდეგ გაეროში ხმა მხოლოდ აშშ-მა, ისრაელმა და ჰონდურასმა მისცა. მას შემდეგ რაც ნიკარაგუის მთავრობა ჩამოგდებულ იქნა და აშშ დაემუქრა ქვეყანას ფინანსური დახმარების შეწყვეტით, ნიკარაგუის ახალმა მთავრობამ სასამართლოს განაჩენის მოთხოვნა შეწყვიტა.

იმის დადგენა, თუ რამდენად იყვნენ გახვეული სკანდალში პრეზიდენტი რეიგანი და ვიცე-პრეზიდენტი ბუში დღემდე ვერ მოხერხდა.რეიგანი ამ თემაზე არ საუბრობდა და სულ იმეორებდა, რომ ვერფერს ვერ იხსენებდა. დონალდ რამსფელდი ამ პერიოდში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო ახლო აღმოსავლეთში.

სკანდალში გახვეული სხვა მნიშვნელოვანი პირები იყვნენ: ოლივერ ნორთი, ჯონ პოინდექსტერი, რობერტ მაკფარლეინი, დეივიდ ებშაირი, ალი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html