პირქუში

 პირქუშიქართულ მითოლოგიაში ღვთაებრივი მჭედელი. სახელი და ეპითეტი (ცეცხლოვანი) პირქუშის ქტონურ ძალებთან (დევებთან, ქაჯებთან და სხვ.) კავშირზე მიუთითებს. დევების მიერ დატყვევებული პირქუში მათთვის იარაღს, ოქროს და ვერცხლის საგნებს ჭედავს. ტყვეობიდან პირქუშს იხსნის იახსარი მისთვის ზარის დამზადების პირობით. პირქუშს მიეწერება ფიალების, თასების, ქვაბების და სხვა საგნების დამზადება.

 პირქუშის სალოცავები დაწესებულია ფშავსა (სოფ. ახადი) და ხევსურეთში (სოფ. ბაცალიგო).


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html