პრაღის გაზაფხული

პრაღის გაზაფხული

  პრაღის გაზაფხული ეწოდება ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ მოვლენებს. "პრაღის გაზაფხული" წარმოადგენდა ამ ქვეყანაში პირველ ცდას, მიეცათ სოციალიზმისათვის ადამიანური სახე. იმ დემოკრატიულ გარდაქმნებს, რომლებსაც ახორციელებდნენ ადგილობრივი რეფორმატორები ალექსანდრე დუბჩეკის მეთაურობით, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განიხილავდნენ, როგორც მუქარას მთელი სოციალისტური ბანაკისადმი. იმის შიშით, რომ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური წყობილების დამხობას და მის გამოსვლას ვარშავის ხელშეკრულებიდან უბიძგებდა სხვა სახელმწიფოებს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისაკენ, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ინტერნაციონალური დახმარების საფარქვეშ 1968 წლის 21 აგვისტოსშეეყვანა თავისი ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე. 1956 წლის უნგრეთის ცნობილი მოვლენების შემდეგ ეს იყო საბჭოთა კავშირის პირველი ცდა ძალის გამოყენებით ჩაეხშო დემოკრატიული გარდაქმნები სოციალისტური ბანაკის შიგნით. ეს მოვლენები თვითონ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ განვითარებაზე აისახა და საბოლოო ჯამში კაცობრიობის ისტორიაში ბოლო იმპერიის დაშლა გამოიწვია.

  ,,პრაღის გაზაფხულის“ გაკვეთილები დღესაც წარმოადგენს ამ მოვლენებში ჩართული სხვადასხვა ქვეყნების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტს.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html