სიონიზმი

  სიონიზმი (ებრ.: צִיּוֹנוּת‎), იდეოლოგია, რომლის საფუძველზე განვითარდა ნაციონალისტური მოძრაობა — ებრაელი ერის განთავისუფლებისა და ებრაული სახელმწიფოს დაარსებისთვის ერეც ისრაელში.

სახელის წარმოშობა

სიტყვა "სიონიზმი" მომდინარეობს იერუსალიმის ერთ-ერთი სახელიდან — "სიონი". ფილოსოფოსი ნათან ბირნბაუმი (1864-1937) პირველად იყენებს ამ სიტყვას ერთ-ერთ პუბლიკაციაში 1893 წელს, ჰოვევეი სიონის მოძრაობის აღწერისას. ეს სიტყვა მოძრაობის სახელი საყოველთაო გახდა პირველი მსოფლიო სიონისტური კონგრესის (ვენა1897) შემდეგ, სადაც ჰერცლმა თავის გამოსვლაში ნაციონალური მოძრაობა ამ სიტყვით მოიხსენია.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html