^სურათზე:"ურანუსის კასტრაცია": ჯორჯო ვაზარის და კრისტოფანო გერარდის ფრესკა. 1560 წელი. პალაციო ვეკიო^
ურანოსი (ბერძნ. Οὐρανός) — ცის განმასახიერებელი უძველესი და უზენაესი ღვთაება. ზოგიერთი მითის თანახმად, ურანოსი გეამ შვა, ზოგის მიხედვით კი იგი მისი მეუღლეა. ურანოსისა და გეას ქორწინების შედეგად დაიბადნენ: ტიტანები, ციკლოპები და ჰეკატონხიერები.