აბდურაჰიმ ჰაგვერდიევი

აბდურაჰიმ ჰაგვერდიევი

  აბდურაჰიმ ბეგ ასად ბეგ-ოღლუ ჰაგვერდიევი (დ. 17 მაისი, 1870 ქ. შუშა ― გ. 12 დეკემბერი, 1933), აზერბაიჯანელი მწერალი. აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1928).

ბიოგრაფია

  1891 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, 1899-იდან შეუდგა პედაგოგიურ, ლიტერატურულ და თეატრალურ მოღვაწეობას ბაქოში. იყო აზერბაიჯანის თეატრის კომისარი. მის მხატვრულ შემოქმედებაში აისახა ახალი ცხოვრების მშენებლობა სოფლად, აკრიტიკებდა წარსულის გადმონაშთებს, ბურჟუაზიულ წყობილებას, პროპაგანდას უწევდა საბჭოთა ხელისუფლებას. ტრაგედიაში "დანგრეული ბუდეები" (1896) ასახა XIX საუკუნის მიწერულის თავადაზნაურული ფენის სოციალური კრიზისი. პიესაში "უბედური ახალგაზრდა" (1900), პირველად აზერბაიჯანულ ლიტერატურაში, გამოიყვანა პატრიარქალურ-ფეოდალურ სამყაროსთან მებრძოლი დემოკრატიულ გმირი. 1906-იდან აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "მოლა ნასრედინში", აქვეყნებდა მოთხრობებს, სტატიებს, ფელეტონებს. ეკუთვნის ნარკვევი "აზერბაიჯანის თეატრის ისტორიიდან" (1924), მონოგრაფია "მ. ფ. ახუნდოვის ცხოვრება და მოღვაწეობა" (1928). ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html