ალექსანდრე ორბელიანი

ალექსანდრე ორბელიანი

  ალექსანდრე ორბელიანი (დ. 24 მაისი1802 – გ. 28 დეკემბერი1869)— ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის წარმომადგენელი და ერეკლე მეფის შთამომავალი დაიბადა 1802 წელს. ალექსანდრე სწავლობდა კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში ეწეოდა თვითგანვითარებას.1828 წელს აირჩიეს თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად.ალექსანდრე მონაწილეობდა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1829 წელს მსახურობდა მრჩეველის თანამდედობაზე გუბერნიის სამმართველოში. იგი იყო 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, რისთვისაც დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე 1840 წელს ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში: მონაწილეობდა ჟურნალ „ცისკრის“ აღდგენაში (რომელშიც აქვეყნებდა თავის თხზულებებს), ზრუნავდა ქართულითეატრის აღორძინების, ჟურნალ-გაზეთების დაარსების, სკოლების გახსნაში.

  ალექსანდრე ორბელიანი ავტორია ლექსების, მოთხრობების, დრამების, მემუარების და პუბლიცისტური წერილების. მისი პირველი ლექსი „მთოვარე“ გამოქვეყნდა 1832 წელს „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანში“. ალექსანდრე იყო ერთ-ერთი პირველი ურითმო ლექსის ავტორი ახალ ქართულ პოეზიაში. მისი საკმაოდ მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატურად თითქმის ერთ საკითხს ეხება. ესაა ქართველთა „დაცემული ვინაობის“ გარკვევა. მწერლის მზერა საქართველოს წარსულს იყო მიპყრობილი, წარსულის იდეალიზაცია, მისი სიდიადის წარმოჩენა იყო ალექსანდრეს მთავარი მიზანი.

  ყურადღებას იმსახურებს ალექსანდრე ორბელიანის „მემუარები“, რომელშიც გადმოცემულია მწერლის თანადროული საქართველოს ვითარება, მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების დამახასიათებელი სურათები და ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომი „ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი“. 60-იანი წლების დასაწყისში მან მხარი დაუჭირა ერთიანი სალიტერატურო ენის დამკვიდრებას და მოითხოვა ძველი ქართული სალიტერატურო ენის აღდგენა, რათა იგი დასდებოდა საფუძვლად თანადროული მწერლობის განვითარებას. ალექსანდრე ორბელიანი გარდაიცვალა1869 წელს.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html