ანტონ ანტონოვ-ოვსეენკო

ანტონ ანტონოვ-ოვსეენკო

ანტონ ვლადიმერის ძე ანტონოვ-ოვსეენკო (რუს. Антон Владимирович Антонов-Овсеенко) (დ. 23 თებერვალი, 1920) — რუსი ისტორიკოსი და მწერალი.
არის ცნობილი ბოლშევიკი სამხედრო ლიდერის და დიპლომატის – ვლადიმირ ანტონოვ-ოვსეენკოს ვაჟი. იგი პირველად დაპატიმრებულ იქნა 1940 წელს, მოკლე ხნით, როგორც "ხალხის მტრის" შვილი; მეორედ – 1941 წლის ივნისში, 1943 წლის იანვრამდე იმყოფებოდა გულაგში; მესამედ – 1943 წლის აგვისტოში, ამჯერად მან გულაგებში გაატარა პერიოდი 1953 წლამდე.
1957 წელს იქნა რეაბილიტირებული.
ანტონოვ-ოვსეენკო ცნობილი გახდა, როგორც ლავრენტი ბერიას ბიოგრაფიის ავტორი; ამას გარდა, არის რამდენიმე წიგნის ავტორი.
2004 წელს ანტონოვ-ოვსეენკომ დააარსა და მოსკოვის ცენტრში ოფიციალურად გახსნა გულაგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html