არსენ II, X საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი.
ქართლის კათოლიკოსი ყოფილა დაახლოებით 955-980. აღუწერია ასერელ მამათა - იოანე ზედაზნელის, ისე წილკნელის და შიო მღვიმელის ცხოვრება. ეს თხზულება "ასურელ მამათა ცხოვრებათა" მოკლე რედაქციაა. XI-XII საუკუნეებში იგი მეტაფრასულ ყაიდაზე შეუვსიათ და განუვრციათ.