არჩილ სულაკაური

არჩილ სულაკაური

  არჩილ სამსონის ძე სულაკაური (დ. 15 თებერვალი, 1927თბილისი - გ. 26 აგვისტო, 1997, თბილისი), ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა (1971) და "საპატიო ნიშნის" ორდენით.

  არჩილ სულაკაურმა 1951 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1973 წლიდან სულაკაური იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი, ხოლო 1982 წლიდან - ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორი.

შემოქმედება

  პოეტის პირველი ლექსები 1946 წელს "ლიტერატურულ გაზეთში" დაიბეჭდა, ხოლო 1951 წელს გამოვიდა მისი ლექსთა პირველი წიგნი. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ჩემი ქუჩის დღესასწაული" (1956), "საგზალი" (1959), "ოთხივე მხრიდან" (1975), "სიჩუმე" (1978), "ლექსები" (1980).

  არჩილ სულაკაურის კალამს ეკუთვნის რიგი პროზაული ნაწარმოებებისა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან", "ბიჭი და ძაღლი", "ოქროს თევზი", "სალამურას თავგადასავალი" (რომლისთვისაც შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა), "ლუკა" (1972), „თეთრი ცხენი“ (1984); კრებულები „მოთხრობები. რომანი“ (1972), „მოთხრობები“ (1975) და სხვა.

  პოეტი გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html