ბასილ III

ბასილ III

 ბასილი ვაჩეს ძე, XI საუკუნის ქართველი მწერალი და საეკლესიო მოღვაწე, კათოლიკოსი (დაახლოებით 1090-1100).

  ვარაუდობენ, რომ ეფრემ მცირის ძმა იყო. სწავლა-განათლება კონსტანტინოპოლში მიუღია. სამშობლოში დაბრუნებული შიომღვიმის სავანეში დამკვიდრებულა. მას ეკუთვნის ჰაგიოგრაფიული თხზულება "თხრობაჲ სასწაულთათჳს წმინდისა და ღმერთ-შემოსილისა მამისა შიოჲსთაჲ" და "დასდებელი შიოჲსი", რომლებიც შეიცავენ საქართველოს ისტორიისათვის საინტერესო მასალებს.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html