გივი ალხაზიშვილი

გივი ალხაზიშვილი

ბიოგრაფია

  გივი ალხაზიშვილი (დ. 26 მაისი1944) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი.საშუალო სკოლა დაამთვარა 1961 წელს ქუთაისში. ამავე წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა. 1963-66 წლებში გაამწესეს რუსეთის ჯარში, ანტისაბჭოური პროპაგანდისათვის. მისი ლექსები იბეჭდებოდა 60-იანი წლებიდან საუნივერსიტეტო გაზეთში, ალმანახ “პირველ სხივში”, “ახკომში” და “ცისკარში”.

  პირველი კრებული “ლექსები” გამოსცა გამომცემლობა “მერანმა” 1972 წელს, ნიკა აგიაშვილის დიდი დახმარებით, რადგან წიგნი “მერანის” მაშინდელმა მთავარმა რედაქტორმა გროგოლ ჩიქოვანმა დააპატიმრა თავის კაბინეტში და თვითონ ექვსთვიან შემოქმედებით მივლინებაში წავიდა. ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ კრებულში არ იყო არცერთი სოციალისტური ლექსი, რასაც გრიგოლ ჩიქოვანი დაჟინებით ითხოვდა. ნიკა აგიაშვილი, მაშინ მთავარ რედაქტორს ცვლიდა დროებით და მან გამოიტანა კაბინეტში ჩაკეტილი წიგნი, მოაწერა ხელი და გაუშვა დასაბეჭდად.

თარგმანები

  1999 წელს მსოფლიო პოეზიის ბიბლიოთეკის სერიით "მერანში" გამოიცა ვისლავა შიმბორსკას პოეტური კრებული, რომლის თარგმანი ეკუთვნის მიხელ ქვლივიძეს და გივი ალხაზიშვილს.

  მას, სხვადასხვა დროს თარგმნილი და გამოცემული აქვს ტუდორ არგეზის ლექსების კრებული, “მოლდავური პოეზიის ფურცლები” (გენო კალანდიასთან ერთად).

  რაინერ მარია რილკეს ქართული თარგმანები დაიბეჭდა კავკასიური სახლის მიერ გამოცემული ხუთტომეულის პირველ და მეორე ტომში, რომელიც გამოსაცემად მოამზადა და საერთო რედაქცია გაუკეთა ნაირა გელაშვილმა (2007) და ასევე ავსტრიული პოეზიის მრავალტომეულში, რომელიც გამოსცა დათო ბარბაქაძემ. ამ გამოცემაში ალხაზიშვილის თარგმნილი შაუკალი დაბეჭდილია პირველ ტომში, ხოლო რილკე მესამე ტომში.

  მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე: ინგლისურად, რუსულად, იტალიურად, უნგრულად, უკრაინულად, ესტონურად, მოლდავურად და ა.შ. რუსულად გამოცემულია გივი ალხაზიშვილის სამი წიგნი _ “გოროდ ვოსპამინანია”/ “მალადაია გვარდია”. 1979/, “დიალოგ ვ რაზდუმიახ”, “მოლოდაოა გვარდია”/1984/, “სოსტაიანიე” გამოსაცემად მოამზადა მხატვრული თარმანის კოლეგიაში და თარგმნა შესანიშნავმა პოეტმა და მთარგმნელმა იული დანიელმა/1988/. 1991 წელს გამოცია მოსკოვში “ ვსიოვიდიაშჩეე ნებო”, რომელიც თარგმნეს ალექსანდრე ერიომენკომ და ტატიანა ბეკმა..

  70-იან წლებში მუშაობდა ჟურნალ “ცისკარში” რეცენზენტად, ლიტმუშაკად, კრიტიკის რედაქციის გამგედ. “ცისკარში” მუშაობისას ინტენსიურად თანამშრომლობდა ახალგაზრდა მწერლებთან და არაერთი მათგანის დებიუტი შედგა მისი ხელშეწყობით.

  1989 წლიდან იგი გადაიყვანეს გამომცემლობა “მერანის” მთავარ რედაქტორად, სადაც საგამოცემლო საქმიანობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ახალგაზრდა ნიჭიერ მწერლების წიგნების გამოცემას და მათ ლიტერატურულ ასპარეზზე გამოყვანას. 2003-2006 წლებში იყო გამომცემლობა “მერანის” დირექტორი.

  90-იანი წლების მიწურულს ოცდამეერთე საუკუნის პირველ წლებამდე იგი კულტურის უნივერსიტეტში უძღვებოდა ლიტერატურული დაოსტატების კურსს.

შემოქმედება

  გივი ალხაზიშვილს გამოცემული აქვს აგრეთვე შემდეგი პოეტური კრებულები: „მოგონებათა ქალაქი“ (1975), „უცხო ფრინველი“ (1975), „ლექსები პოემა“ (1977), „წარსულის სარკმელი“ (1980), „დიალოგი ფიქრში“ (1981/, „თვალი — სულის სანთელი“ (1982), „ქარის დევნა“ (1983), „შენ ყოველივეს ხედავ, ცაო“ (1985), „სიტყვების მოლოდინი“ (1987), „აღმოცენება“ (1987), „გული ანათებს“ (1989), „ღამეთა ფერფლი“ (1990), „მხოლოდ სიყვარულზე“ (1990), „სინათლე წვეთში“ (1995), „გამოსვლა უდროობიდან“ (1998), „ერთტომეული“ (1998), „გაღწევის სურვილი“ (2005), „ქორონიკონი“ (2006), „ქორონიკონი 2007“ (2008).

  1998 წელს წიგნისათვის „გამოსვლა უდროობიდან“ მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელობის პრემია. 1999 წელს ამავე წიგნისთვის გადაეცა სახელმწიფო პრემია.

  დაიბეჭდილია გივი ალხაზიშვილის სამი რომანი: ”ამოდის თუ ჩადის მზე?!” (1999), “სოდომიდან სოდომამდე” (1999), “რკინის კარს აქეთ და იქით” (2002).

  ჟურნალში “ჩვენი მწერლობა” 2008 წელს დაიბეჭდა შემოკლებული ვერსია ახალი რომანისა “მომავალი წარსული”, რომელიც მალე გამოიცემა ცალკე წიგნად.

  2004 წელს გამომცემლობაში “მერანი” დაიბეჭდა გივი ალხაზიშვილის ესეების კრებული “სიტყებში გახიზნული ფიქრი”. გივი ალხაზიშვილი ინტენსიურად თარგმნიდა უცხოურ პოეზიასაც.

  1979 წელს ოთარ ნოდიას უშუალო ხელშეწყობით თარგმნა ათანას ფეტის ლექსების კრებული “ღამეული ჩირაღდნები”. მხატვრული თარგმანის კოლეგიაში მომზადდა აგრეთვე კრებული “მარადი დღე” (1984), სადაც დაბეჭდილია ათანას ფეტისვლადიმირ სოლოვიოვისანდრეი ბელის და ალექსანდრ ბლოკის ლექსების თარგმანები.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html