გიორგი მთაწმიდელი

გიორგი მთაწმიდელი

  გიორგი მთაწმიდელი (დ. სავ. 22–დან 29 მარტის ჩათვლით, 1009 — გ. 1065), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი. ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნიერო-ლიტერატურული საქმიანობის სულისჩამდგმელი.

  მისი ბიოგრაფის გიორგი მცირის გადმოცემით, გიორგი მთაწმიდელი დაიბადა თრიალეთში, გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწის იაკობის ოჯახში. სწავლობდატაძრისის, შემდეგ კი ხახულის მონასტერში. ცოდნის გასაღრმავებლად 1022 ბიძამ კონსტანტინოპოლს წაიყვანა. იქ მან საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა და აზიარა ბიზანტიურ კულტურას. 1034 გიორგი მთაწმიდელი სამშობლოში დაბრუნდა და ბერად აღიკვეცა ხახულის მონასტერში. 1036 სირიაშიშავ მთაზე გიორგი შეყენებულს დაემოწაფა. 1039 იერუსალიმს გაემგზავრა. წინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ დაბრუნდა შავ მთაზე თავის მოძღვართან და1040 მისივე რჩევით ათონს გაემგზავრა. 1044 გიორგი მთაწმიდელი ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. მის იშვიათ შემოქმედებით და ორგანიზატორულ ნიჭს სათანადო ასპარეზი მიეცა. მან კიდევ უფრო გააძლიერა მონასტერი და იგი ქართული სულიერი კულტურის მძლავრ კერად აქცია. გიორგი მთაწმინდელის პრატიკულ-ორგანიზატორულმა მოღვაწეობამ თანდათან ფართო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძინა.

  ბაგრატ IV-მ არაერთგზის შესთავაზა მას საქართველოს მღვდელმთავრობა. მისივე თხოვნით გიორგი მთაწმიდელმა ხუთი წელი დაყო საქართველოში და საეკლესიო საქმეები მოაგვარა. მან უარყო წოდებრივი უპირატესობა საეკლესიო საქმეებში და ადამიანის პირადი ღირსება წამოსწია წინ. გიორგი მთაწმიდელი იცავდა ქართულ ეკლესიას და კულტურას უცხოელთა შემოტევისაგან. ანტიოქიის პატრიარქთან გამართულ ცხარე კამათში 1057 მან ბრწყინვალედ დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალობა, რაც ერის ღირსებისა და კულტურის თვითმყოფის დამადასტურებლად ესახებოდა. გიორგი მთაწმიდელი ნაყოფიერად იღვწოდა მშობლიური ლიტერატურის გამდიდრებისათვის. ცნობილია ბიბლიის ახალი, ე. წ. "გიორგისეული რედაქცია". მან ხელახლა თარგმნა ბიბლიის ზოგიერთი წიგნი (სახარება-ოთხთავი, სამოციქულო, დავითნი), სხვა წიგნები კი გაჩალხა და ბერძნულ დედანს შეაჯერა.

  გიორგი მთაწმიდელმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ქართულ ჰაგიოგრაფიასა და აპოკრიფულ მწერლობას, ეგზეგეტიკასჰიმნოგრაფიასა და საეკლესიო სამართალს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გიორგი მთაწმიდლის ჰაგიოგრაფიულ თხზულებას "ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ", რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მხატვრული მატიანეა. ნაყოფიერად იღვაწა გიორგი მთაწმიდელმა ლიტურგუკის სფეროშიც და ქართული მწერლობას შესძინა როგორც თარგმნილი, ისე ორიგინალური თხზულებანი ("დიდი სჳნაქსარი", "სახარებაჲ გამოკრებული საწელიქდო", "პავლე გამოკრებული საწელიწდო", "თთუენი ათორმეტნივე" და სხვა). გიორგი მთაწმიდლის ორიგინალური იამბიკოები და ნათარგმნი მდიდარი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა მისი პოეტური კულტურის დადასტურებაა. გიორგი მთაწმიდელმა ბერძნულიდან თარგმნა, ბასილი დიდისგრიგოლ ნოსელისათანასე ალექსანდრიელისიოანე დამასკელისნექტარი კონსტანტინოპოლელისდოროთეოს ტვირელისა და სხვათა თხზულებანი. მისი ბიოგრაფის სამართლიანი თქმით, "ესევითარი თარგმანი, თჳინიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა". გიორგი მთაწმიდლის მრავალფეროვანმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართული კულტურის აღმავლობას მომდევნო საუკუნეებში.

აპოკრიფი

ქებით დიდებაჲ
თავნი და ბოლონი იტყვიან: „ქრისტე შეიწყალე ცოდვილი გიორგი, ა[მინ“]

ებით დიდებაჲ შენი თანა გვა -
ომელი მხსნელმან ქრისტემან ჩინებულ გყ!
სრად ელვისად, ენად ცეცხლისა,
ამებისა დიდებაჲ ღმრთისმეტყველ ჰყა;
ომთა და ნათესავთა შთააცუ ნათელ;
კლესიაჲ ჰყავი შენ ამაღლებუ;
აბათნი დაჰხსენ, დააცხრვე შჯულ,
რთ-არსებისა ბრწყინვალე ქადა!
ოტე ბნელი, მტერნი დასთრგუნ,
ესთა ზესკნელთა წარჰხედ, წმიდა!
ოველთა ღმრთისა პირისპირ მდგომ ხა,
ღქუმული იგი გვირგვინი დაგვად.
მობიერ ყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნ,
რთბამად მკვიდრ მყვენ სასუფეველს.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html