გრიგოლ ბაგრატიონი

გრიგოლ ბაგრატიონი

გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი(დ. 1789 ― გ. 1830), ქართველი მწერალი, მწიგნობარი. იოანე ბატონიშვილის (ბაგრატიონის) ძე.

მონაწილეობდა კახეთის 1812 წლის აჯანყებაში, რისთვისაც რუსეთში გადაასახლეს. ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში. აქ დაწერილი მისი ლექსები სამშობლოდან გადახვეწილი კაცის გულისტკივილს გამოხატავს. ბაგრატიონი პეტერბურგის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წევრი გახდა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების სისტემატური შეკრება; დაახლოებით 1819 შეადგინა "ანთოლოგია", რომელშიც შეიტანა ბესიკისსაიათნოვასჭაბუა ორბელიანის, გლახა მნათიშვილისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე მცირე ზომის ფოლკლორული ნაწარმოებები.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html