დავით ერისთავი

დავით ერისთავი

  დავით გიორგის ძე ერისთავი (დ. 28 აგვისტო/9 სექტემბერი1847, სოფ. ხიდისთავი, ახლანდელი გორის რაიონი — გ. 11 ოქტომბერი/23 ოქტომბერი,1890თბილისი), ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

  1867-1871 წლებში სწავლობდა ჯერ ოდესის უნივერსიტეტში, შემდეგ პეტერბირგის სამედიცინო აკადემიაში, რომელიც არ დაუსრულებია. 1871-იდან თანამშრომლობდა "დროებაში", "ტიფლისსკი ვესტნიკსა" და "ფალანგაში". 1882-იდან გაზეთ "კავკაზს" რედაქტორობდა. სალიტერატურო მოღვაწეობა ლექსებითა და ფელეტონებით დაიწყო. იყო "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი (1882), ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი. ერისთავმა ტარგმნა და გადმოაკეთა მრავალი დრამატული ნაწარმოები. განსაკუტრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ისტორიულმა პიესამ "სამშობლო" (1881), რომელსაც საფუძვლად დაედო ფრანგი დრამატურგის ვიქტორიენ სარდუს ამავე სახელწოდების დრამა. სარდუს სიუჟეტი ერისთავმა ბრწყინვალედ მიუსადაგა ქართულ სინამდვილეს, პიესას ეროვნული კოლორიტი კოლორიტი შესძინა და წინაპარტაგან სამშობლოსათვის თავდადება მაგალითად დაუსახა იმდროინდელ ქართველობას. "სამშობლოს" წარმოდგენამ (1882 წლის 20 იანვარს) ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო.

  ერისთავს ეკუთვნის აგრეთვე გადმოკეთებული პიესები "მეორედ გაყმაწვილება", "სადაო მფლობელობა", "დროებითი სიყვარული", "დავიდარაბა ანუ არღანი და ლეკვი", "საძაგელი" და სხვა.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html