დავით თურდოსპირელი

დავით თურდოსპირელი

  დავით ანდუყაფარის ძე თურდოსპირელი (ნამდვილი გვარი ჩხეიძე) (დ. 6 მაისი1888, სოფ. ვარდისუბანი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, — გ. 23 დეკემბერი1948თბილისი), ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მწერალ გიორგი ქუჩიშვილის ძმა.

  1911 წ. დაამთავრა თბილისის გიმნაზია, 1915 წ. — კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1906 წ. ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა „თავისუფლების მსხვერპლნი“, 1913 წ. — ლექსებისა და ნოველების პირველი კრებული „სიმთა ქვითინი“. 1919-1921 წწ. არჩეული იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ თანამშრომლობდა საბჭოთა ქართულ პრესაში. მისი თაოსნობით 1927 წ. დაფუძნდა თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. თურდოსპირელის მოთხრობები რამდენჯერმე გამოიცა ცალკე წიგნად. მასვე ეკუთვნის საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „პირველი ბილიკები“ (1929), „საყმაწვილო მოთხრობები“ (1937), „საბავშვო მოთხრობები“ (1947).

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html