დემნა შენგელაია

დემნა შენგელაია

  დემნა შენგელაია (დ. 9 (21) მაისი, 1896, სამტრედია — გ. 1990), ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

  თავდაპირველად სასწავლებლად თბილისის რკინიგზის სკოლაში მიაბარეს, შემდგომ კი ქართულ გიმნაზიაში გადაიყვანეს, რომელიც 1917 წელს დაასრულა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დემნა შენგელაია სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, თუმცა რამდენიმე თვეში უკან დაბრუნდა და 1917-19 წლებში, როგორც საქართველოს შეიარაღებული არმიის რიგითი ჯარისკაცი, მონაწილეობას იღებდა სამხრეთის ფრონტზე მიმდინარე საომარ ოპერაციებში, სადაც დაჭრილა კიდეც.

  1920 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტზე, მაგრამ 1922 წელს სწავლას თავი დაანება და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას შეუდგა. 1932 წელს დემნა შენგელაია სასწავლებლად შედის თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგიის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ გატაცებით ეუფლებოდა ახალ სპეციალობას, სამი წლის შემდეგ თავი მიანება სწავლას და შემოქმედებით მოღვაწეობაზე გადაერთო.

  სხვადასხვა დროს იყო სამწერლო ორგანიზაციის პრეზიდიუმისა და ლიტერატურული ჟურნალ–გაზეთების რედკოლოგიათა წევრი, „მწერალთა რესპუბლიკურ და საკავშირო ყრილობათა“ დელეგატი, პროზისა და მთარგმნელობითი სექციების ხელმძღვანელი, გამომცემლობა „ზარია ვოსტოკას“ მთავარი რედაქტორი, მეორე მსოფლიო ომის წლებში ფრონტული გაზეთის რედაქტორი და სხვ.

  აქტიური ლიტერატორული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დემნა შენგელაია დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. 1969 წელს აირჩა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

  დემნა შენგელაია დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html