დენი დიდრო

დენი დიდრო

  დენი დიდრო (ფრანგ. Denis Diderot) (5 ოქტომბერი 1713 - 31 ივლისი 1784) ერთ–ერთი ფრანგი განმანათლებელი, მწერალი, ფილოსოფოსი და ენციკლოპედისტი.

  დენი დიდრო (1713-1784) — ფრანგი მწერალი, ფილოსოფოს-განმანათლებელი და ენციკლობედისტი დაიბადა ხელოსნის ოჯახში. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი. მიიღო მაგისტრის წოდება.
  1732 წლიდან სათავეში ჩაუდგა ორიგინალურ-ფარნაგული ენციკლოპედიის შედგენას.
  იყო მატერიალისტი და ათეისტი (1749 წწ ასეთი სულისკვეთებისათვის დააპატიმრეს კიდეც).
დიდროს წერილებმა საფუძველი ჩაუყარა მხატვრულ კრიტიკას. თავის „სალონებში” მან განიხილა და შეაფასა 50-70-იანი წლების ხელოვნება.
მისი მთავარი პიესებია „ნაბიჭვარი”, „ოჯახის მამა”, „კარგია თუ ცუდი?”, „პიესა და პროლოგი”.
XVIII საუკუნის ფრანგული პროზის განვითარების მნიშვნელოვანი საფეხურია დიდროს ბელეტრისტიკა, რამაც შესამჩნევად დაჩრდილა მისი დრამარტურგია. დიდროს მნიპვნელოვანი რომნებია: „მონაზონი”, რომელიც გამოხატავს პროტსტს რელიგიის, ფანატიზმის სამონასტრო ცხოვრების, ქალთა უუფლებობის წინააღმდეგ; „ჟაკ ფატალისტი) მოთხრობა დიალოგი „რამოს ძმისწული”
მე-18 საუკუნის სხვა ფრანგი მატერიალისტური ფილოსოფოსების მსგავსად დენი დიდრო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებას. „გნათლება, — წერდა იგი, — ადამიანს სძენს ღირსებას, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ იგი მონობისთვის არ არის დაბადებული“.
დიდრო აღზრდას უდიდეს როლს ანიჭებდა ადამიანის პიროვნების ფორმირების საქმეში. ამასთან ის მიიჩნევდა, რომ ბავშვთა განვითარებისათვის არსებითი მნივნელობა აქვს ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებს. აღზრდას ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ არა ყველაფერი. ესეც თქვენი მინიშნება გენეტიკაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერებაა და რომლის შესახებ მე-18 საუკუნეში ჯერ არაფერი იცოდნენ!

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html