დეშილ ჰემეთი - Dashiell hammett

დეშილ ჰემეთი - Dashiell hammett

დეშილ ჰემეთი (დ. 27 მაისი, 1849, აშშ, მერილენდი, სენტ-მერის საგრაფო — გ. 10 იანვარი, 1961) — ამერიკელი მწერალი და კრიტიკოსი, კლასიკად ქცეული დეტექტიური რომანებისა და მოთხრობების ავტორია. ის „მაგარი დეტექტივების“ ჟანრის ერთ-ერთ დამაარსებლად მიიჩნევა.

ჰემეთი 1915 წლიდან 1921 წლამდე კერძო გამომძიებლად მუშაობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს მოხალისედ წავიდა, მაგრამ ტუბერკულოზით დაავადდა და ომის დარჩენილი პერიოდი ჰოსპიტალში გაატარა.

თავისი პირველი რომანი 1929 წელს გამოაქვეყნა. მეხუთე და უკანასკნელი რომანი კი - 1934 წელს, რის შემდეგაც მხოლოდ საზოგადოებრივ მოღვაწეობას უთმობდა დროს. ლიბერალური და ანტიფაშისტური სიმპათიების გამო ჰემეთი 1937 წელს აშშ-ის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა, 1951 წელს ანტიამერიკული პროპაგანდისა და კომუნისტური პარტიის მიმართ აქტიურად გამოხატული სიმპათიების გამო ექვსი თვით ციხეში ჩასვეს.

მწერალი 1961 წელს გარდაიცვალა ფილტვების სიმსივნით. როგორც ორი ომის ვეტერანი, არლინგტონის მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალეს.

დეშილ ჰემეთის რომანები ძირითადად კერძო გამომძიებლად მუშაობის პერიოდს ასახავს. რომანს „მინის გასაღები“ ავტორი თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html