დიკ ფრენსისი - Dick prensisi

დიკ ფრენსისი - Dick prensisi

 რიჩარდ სტენლი ფრენსისი - (Richard Stanley «Dick» Francis; დ. 31 ოქტომბერი, 1920, უელსი, დიდი ბრიტანეთი — გ. 14 თებერვალი, 2010, დიდი კაიმანი, კაიმანის კუნძულები) — ბრიტანელი დეტექტიური ჟანრის მწერალი, ჟოკეი. მისი ბევრი რომანი ცხენების დოღის შესახებაა.

 ორმოცი რომანის ავტორი დიკ ფრენსისი, რომლის ნამდვილი სახელი რიჩარდ სტენლი ფრენსისია, 1920 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა ჟოკეის ოჯახში. მწერალს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ დოღი, ცხენებისადმი სიყვარულითა და პირველობისადმი სწრაფვით — მისი ცხოვრების მთავარი ნაწილი იყო.

 მომავალმა მწერალმა თავისი კარიერა სწორედ ჟოკეიდ დაიწყო, თუმცა შემდეგ ომმა მოუსწრო და მფრინავი გახდა. ომის დამთავრების შემდეგ ფრენსისი საცხენოსნო სპორტში დაბრუნდა და არაერთხელ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

 მწერლის პირველი და ყველაზე წარმატებული რომანი იყო „ფავორიტი“ (1962) - დეტექტიური ამბავი ჟოკეების ცხოვრებიდან. რომანის ხმაურიანმა წარმატებამ განაპირობა ფრენსისის შემდგომი გზა - მწერლობა მის მთავარ საქმიანობად და მოწოდებად იქცა. „ფავორიტშივე“ გაჩნდა მისი თხრობის ჩვეული მანერა - ჟურნალისტური სტილი, დეტალებისა და პერსონჟების ხასიათების დაწვრილიებითი დამუშავებითა და თემის ამომწურავი ცოდნით.

დიკ ფრენსისი 2010 წლის 14 თებერვალს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი კაიმანის კუნძულზე.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html