დიმიტრი (დემეტრე) ვახტანგის ძე ორბელიანი (დ. XVII საუკუნის 80-იანი წლები, სოფ. ტანძია, ახლანდელი ბოლნისის რაიონი ― გ. 6 თებერვალი, 1739, მოსკოვი), ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი. სულხან-საბა ორბელიანისძმა. ქართლის სამეფოს სახლთუხუცესი. 1724 რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1739-იდან, ჩარიცხეს ქართველ ჰუსართა ასეულში პროპორშჩიკის ჩინით. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო რუსეთში. ლექსნარევ პროზაულ თხზულებაში "ცოლთან მიწერილი ალერსი გაყრისათვის" ორბელიანი გამოთქვამდა მტანჯველ სევდას სამშობლო ქვეყნისა და მუეღლის მოშორების გამო. სულხან-საბა ორბელიანისადმი მიძღვნილ ლექსებში ავტორმა აღნიშნა ძმის დამსახურება სამშობლოს წინაშე, მან გალექსა სახარების ეპიზოდები, შემოიღო ანბანთწების ახალი ნუმუშები და სხვა.