ელიას კანეტი

ელიას კანეტი

ელიას კანეტი (25 ივლისი 1905 — გ.13 აგვისტო 1994) — ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი, კულტუროლოგი, სოციალური მოაზროვნე.

ბიოგრაფია

  დაიბადა ოსმალეტის იმპერიის ქალაქ რუსჩუკში (ამჟამად რუსე, ბულგარეთი). წარმოშობით იყო ებრაული (სეფარდული) ოჯახიდან, რომელშიც ლადინოზე საუბრობდნენ.

კანეტიმ ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1938 ავსტრიის ანშლუსისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა ქვეყანა და ჯერ პარიზში, შემდგომ კი ლონდონში გადასახლდა.

კანეტი ნაწარმოებისთვის "დაბრმავება" 1981 წელს გაჯილდოვდა ნობელის პრემიით ლიტერატურის დაგში.

ბიბლიოგრაფია

  • ქორწილი (Hochzeit) 1932
  • დაბრმავება (Die Blendung) 1935
  • ამაოების კომედია (Komedie der Eitelkeit) 1950
  • მასა და ძალაუფლება (Masse und Macht) 1962
  • დროით შემოსაზღვრულნი (Die Befristeten) 1964
  • ადამიანის პროვინცია (Die Provinz des Menschen: Aufzeichnungen) 1973
  • თვითმხილველი. ორმოცდაათი ხასიათი (Der Ohrenzeuge: Fünfzig Charaktere) 1974
  • გადარჩენილი ენა. სიჭაბუკის ისტორია (Die gerettete Zunge: Geschichte einer Jugend) 1977
  • ჩირაღდანი ყურში. ცხოვრების ისტორია 1921–1931 (Die Fackel im Ohr: Lebensgeschichte 1921–1931) 1980
  • (Das Augenspiel) 1985


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html