ვარლამ ხუროძე

ვარლამ ხუროძე

  ვარლამ ადამის ძე ხუროძე, (ფსევდონიმი მალაქიაშვილი) (დ. 1 ოქტომბერი/ 13 ოქტომბერი, 1883, სოფ. მათხოჯიხონის რაიონი ― გ.10 ივნისი, 1939, თბილისი), ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სკკპ წევრი 1905-იდან.

ბიოგრაფია

  1913 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1903, პირველი მოთხრობა "დედის მსხვერპლი" - 1904. ხუროძის მოთხრობები, პიესები, რომანები, ლექსები, პედაგოგიური და კრიტიკული-პუბლიცისტური წერილები 10-იანი წლებიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. იყო ე. წ. დემოკრატიული მწერლობის მიმდევარი. მისს რომანებში "შოთა ბროლიძე" (1911), "სამნი" (1926), "დათოვლილი გვიტგვინი", მოთხრობებში "ორი საფლავი" (1905), "კეკელოს თავგადასავალი", "ობლები" (ორივე 1912) და სხვ. წარმოსახულია რევოლუციამდელი გლეხობის გაჭირვებული ცხოვრება, რევოლუციური-განმათავისუფლებელი ბრძოლა, დახატულია თავდადებულ რევოლუციონერთა სახეები.

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html