ზაალ შოთას ძე სამადაშვილი (* 3 ოქტომბერი, 1954, თბილისი, საქართველო), ქართველი მწერალი, ესეისტი, გალა (ლიტერატურული პრემია)–ს დამაარსებელი 2007 წლიდან.
დაიბადა თბილისში 1954 წლისა 3 ოქტომბერს. დედა - თამარ მიქაძე, მამა - შოთა სამადაშვილი. მეუღლე - ნანა იაშვილი (1954). შვილი - გიორგი (1981). დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობა "ბაბო დაჭრეს" გამოაქვეყნა 1983 წელს ჟურნალ "ცისკარში". არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის "თემო". ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის "გარსევანი". მისი ჰობი ფეხით სიარულია და აქვს ასეთი მრწამსი: "ვცდილობ განვახორციელო პრინციპი: როცა არ მოგწონს სხვის მიერ გაკეთებული საქმე, შეეცადე შენ თვითონ გააკეთო უკეთესად. კამათში დაღლას შრომით დაღლა მირჩევნია". ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს დააარსა გალა (ლიტერატურული პრემია), რომელიც წარმატებით გრძელდება წლების განმავლობაში.ბიოგრაფია
გამოცდილება