თამარ მეფე

თამარ მეფე

  თამარითამარ მეფე (დ. დაახ. 1160 – გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთასამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი". მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: "დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი".

1179 წელს მეფე გიორგი III-მ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია "გიორგი რუსის" სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.

  თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო. ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა. თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

ცხოვრების ადრეული წლები

გეგუთის სასახლის ნანგრევები. გიორგი III-ის და თამარის სამეფო სასახლე.

 გიორგი III XII საუკუნის 50-იან წლებში ოსთა მეფის, ხუდდანის ასულ ბურდუხანზე დაქორწინდა. ამ ქორწინებას გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა — ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავის მხრივ, ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და დიდ შეფასებას აძლევს ბასილი ეზოსმოძღვარი.

  1160 წელს გიორგი III-სა და ბურდუხანს შეეძინათ ქალიშვილი – თამარი. თამარმა იმ დროისთვის სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია ყურადღება. მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა (დემეტრე I-ის ასული, გიორგი III-ის და) რუსუდანი, რომელიცხორასნის სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ფაქტობრივად, თამარი და თავისი და მამიდასთან იზრდებოდნენ.

  ორბელთა შეთქმულების შემდეგ მეფე გიორგიმ „შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა ... მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა ... და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა“. ეს მოხდა 1179 წელს. მეფემ დიდიდებულები დააფიცა თამარის ერთგულებაზე. ამის შემდეგ, სახელმწიფოში ცხოვრება ჩვეული წესით გაგრძელდა. გიორგი III კვლავ აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დაახლოებით ამავე ხანებში გარდაიცვალა ბურდუხან დედოფალი.

  მამა-შვილის ერთობლივი მმართველობის ხანაში, 1179 წელს საგანგებო საკანონმდებლო კრება მოუწვევიათ, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში გახშირებული პარვისა და ყაჩაღობის მოსპობა იყო. კრებამ ამ დანაშაულის ჩამდენთათვის სასჯელის უმაღლესი ფორმა — ჩამოხრჩობა დააწესა.

  1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, კახეთში გარდაიცვალა გიორგი III. თბილისში ისნის ციხეში მყოფ თამარს მამის გარდაცვალება შეატყობინეს. პატრიარქმა და დიდებულებმა სამშვილდეში მყოფ რუსუდანს ამცნეს ეს ამბავი და თბილისში ჩამოიყვანეს. გიორგი III მცხეთაში დაკრძალეს და იმავე წელს გადაასვენეს საქართველოს მეფეთა საძვალეში –გელათში.

გიორგი III-ს მიერ დიდებულებზე მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ ქვეყნის ცენტრალიზებას შეუწყო ხელი. დიდგვაროვანთა უფლებების აღდგენისთვის ხელსაყრელი დრო სწორედ მეფის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში გამეფდა, დიდგვაროვანმა ფეოდალებმა, ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და მისი ხელახლა მეფედ კურთხევა გადაწყვიტეს.

სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ფეოდალთა პროტესტს სამეფო კარის ჯერ კიდევ გიორგი მესამისეული პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს პროტესტი თანდათანობით კიდევ უფრო გამძაფრდა. ფეოდალებმა, „იმიერთა და ამიერთა“, ერთხმად განაცხადეს, რომ ისინი გიორგი III-ის დროს დაწინაურებულ უგვარო მოხელეებს აღარ დაემორჩილებოდნენ. ასეთებად მიიჩნიეს ამირსპასალარი.

 

პირველი ქორწინება

თამარ მეფის, ლაშა-გიორგისა და გიორგი მესამის ფრესკები ბეთანიის მონასტრის ჩრდილოეთ ფასადზე.

დიდიგვაროვანთა პროტესტი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როცა მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა, რომელსაც ბევრი თანამოაზრე ჰყავდა, თამარს ახალი მოთხოვნები წაუყენა. მისი მოთხოვნებით ისანში ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი, ე. წ. „კარავი“ უნდა დაარსებულიყო.

ისანში მდებარეობდა მეფის სასახლე და საქართველოს სამეფოს უმაღლესი ინსტიტუტი – სახელმწიფო დარბაზი. დარბაზის მოწვევა მხოლოდ მეფის სურვილზე იყო დამოკიდებული, ამჯერად კი ყუთლუ-არსლანის დასი მოითხოვდა, რომ სასახლის გვერდით კარავი ყოფილიყო დადგმული. ამ კარავში, მეფისგან დამოუკიდებლად და მეფის დაუსწრებლად, სახელმწიფო მართვა-გამგეობასა და უზენაეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საქმეები უნდა განხილულიყო. ყუთლუ-არსლანის დასის გეგმით, მეფეს კანონმდებლობითი უფლება უნდა ჩამორთმეოდა და მთლიანად ამ ახალ ინსტიტუტს გადასცემოდა, ხოლო მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ფუქციები დარჩებოდა. ყუთლუ-არსლანის მოწინააღმდეგეებმა თამარ მეფეს ამ დასის ხელმძღვანელის შეპყრობა ურჩიეს . თამარის მრჩევლებს ეგონათ, რომ ყუთლუს დაჭერა ამბოხებულთა მოძრაობას ჩაახშობდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.  აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად თამარ მეფემ კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი, ორი გამოჩენილი მანდილოსანი მიაგზავნა. შეთანხმება ურთიერთდათმობით გახდა შესაძლებელი. „კარავის“ დაარსების იდეა უარყოფილი იქნა, თუმცა, ამის სანაცვლოდ, თამარ მეფემ დარბაზის უფლებები გაზარდა.

  ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის დაშოშმინების შემდეგ, საქართველოს მეფემ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. თამარის ბრძანებით მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელისა და ვაზირის თანამდებობა ანტონმა მიიღო. ამირსპასალარად დაინიშნა სარგის ჯაყელი.  

  მიუხედავად ამისა, დიდგვაროვანი ფეოდალები მნიშვნელოვან ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებდნენ. ისინი აქტიურად ერეოდნენ თამარის პირად ცხოვრებაშიც. ეს ნათლად გამოჩნდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედოფლის ქორწინების საკითხი დადგა. დიდგვაროვნები თამარის საქმროდ მათთვის მისაღებ კანდიდატურას ეძებდნენ. ასეთად მათ იური ბოგოლიუბსკი (გიორგი რუსი) მიიჩნიეს. თუმცა, ზოგი დიდებული თამარის იური ანდრეის ძეზე დაქორწინების წინააღმდეგი იყო; ისინი თამარს ურჩევდნენ, კავშირი ბიზანტიის მმართველებთან დაემყარებინა, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

  უფლისწული იური როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეის შვილი იყო. ანდრეის გარდაცვალების შემდეგ, სამთავროში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. იური სამთავროდან გააძევეს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კავკასიაში წავიდა. სწორედ იქ მოხდა ქართველი დიდებულების დაკავშირება მასთან. წყაროების მიხედვით, საქართველოს მეფე ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ გადმოგვცემს თამარის პასუხს შეთავაზებულ წინადადებაზე:

  იური დარბაზის გადაწყვეტილებას არ შეეგუა და 1191 წელს აჯანყება დაიწყო. იგი თავისი მხარდამჭერი რაზმით საქართველოში ერზრუმის გზით შემოვიდა. აჯანყებას ბევრმა დიდებულმა დაუჭირა მხარი, მათგან აღსანიშნავია: გუზანი – კლარჯეთისა და შავშეთის მმართველი, ბოცო – სამცხის სპასალარი და ვარდან დადიანი — მსახურთუხუცესი. აჯანყებულებმა იური გეგუთში გადაიყვანეს და იქ მეფედ გამოაცხადეს. თამარ მეფე თავიდან ამ რთული ვითარების მოგვარებას მოლაპარაკების გზით ცდილობდა, ამ მიზნით მან აჯანყებულებს საგანგებო მოციქულები გაუგზავნა. შეთანხმებას მეამბოხეები არ დათანხმდნენ. თამარის ჯარმა აჯანყებულთა ნაწილი ჯავახეთშითმოგვსა და ერუშეთის შუა ნაწილში დაამარცხა. როდესაც ქართლში მყოფმა მეამბოხეებმა ჯავახეთის ჯგუფის დამარცხების ამბავი გაიგეს, უბრძოლველად გაიქცნენ თარგი:სად. გამარჯვებულ სამეფო კარს ამბოხებულთა წინააღმდეგ დიდი სისასტიკე არ გამოუჩენია. იური ანდრეის ძე უვნებელი გაუშვეს, ის კვლავ კონსტანტინოპოლში წავიდა. რაც შეეხება სხვა ამბოხებულებს, არც ისინი დაუსჯიათ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, თუმცა ყველა მათგანს თანამდებობები ჩამოართვეს .

  მიუხედვად ამისა, ეს ქორწინება მაინც შედგა. თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ იური უფლისწულს ცუდი ზნე აღმოაჩნდა – მას მემთვრალეობაში, მამათმავლობასა და ზოოფილიაში სდებდნენ ბრალს . თამარმა აღნიშნულის შესახებ დარბაზს მოახსენა, რომელმაც იური ანდრეის ძის საქართველოდან ექსორიაქმნის (გაძევების) შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა“. საქართველოდან განდევნილმა იური ბოგოლიუბსკიმ თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. წყაროთა ცნობით, ეს ფაქტი ქორწინებიდან ორი-ორნახევარი წლის შემდეგ მომხდარა.

  1193 წელს იური ხელმეორედ შემოიჭრა საქართველოში, ამჯერად რანის მხრიდან, მაგრამ კამბეჩოვანში (ძრირითადად, დღევანდელი ქიზიყის ტერიტორია) ბრძოლისას მარცხი განიცადა.

მეორე ქორწინება

  რუსუდან დედოფალი თამარის შესაფერის საქმროდ ოსთა უფლისწულს, დავით სოსლანს მიიჩნევდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი ოსეთში დამკვიდრებული ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი იყო. ეს შტო მომდინარეობს სრულიად საქართველოს მეფის გიორგი I-ისა და ალდე დედოფლისს ვაჟის დემეტრესგან. დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც, ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური ბრძოლების გამო თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გადაიხვეწა. მხითარ გოშის ცნობით, „თამარმა, გიორგი მეფის ასულმა, განიშორა პირველი ქმარი, რუსთა მეფის ძე და შეირთო სხვა ქმარი, ალანთა სამეფოდან, თავისი ნათესავი დედის მხრიდან, სახელით სოსლანი, რომელიც გამეფებისას დავითად იწოდა“.

  გიორგი რუსის გაძევების შემდეგ თამარის ქმრობის მსურველნი კვლავ გამოჩნდნენ. ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის უფლისწულები, ქრისტიანები თუ მუსლიმანები. მაგრამ ახალი ქორწინების საკითხის გადაწყვეტა უკვე იოლი აღარ იყო – ბევრი კანდიდატი უარით გაისტუმრეს. საქართველოში ჩამოვდა აღსართან შირვანშაჰი, რომელიც თამარის ქმრობის ღირსად ჩათვლის შემთხვევაში „რჯულის დაგდების“ მზადყოფნაში იყო. თუმცა აღსართანს უარი უთხრეს.

  თამარი დავით სოსლანთან ქორწინებას დათანხმდა. ამის შემდეგ, დიდებულები რუსუდან დედოფლისა და „გაზრდილი მისი“ დავითის წამოსაყვანად ოსეთში გაემართნენ. ქორწილის მსვლელობას, რომლის გამართვაც დიდუბის სასახლეში („სანახებსა ტფილისისა“) გადაწყდა, რუსუდანი ხელმძღვანელობდა. დღემდე მოღწეულია თამარის ქორწილისათვის მიძღვნილი ხალხური ლექსები.

  ქორწინება 1187 (ან 1189) წელს მოხდა. ამიერიდან, მეფე თამარი და დავით სოსლანი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებს შეთანხმებულად განაგებდნენ.

 მუსლიმანი მეზობლები

საქართველო და კავკასია თამარის გარდაცველებისას (რუკაზე პირობითად აღნიშნულია 1213 წელი)

  თამარ მეფე ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მამის, გიორგი III-ისა და დიდი პაპის, დავით IV აღმაშენებლის პოლიტიკური კურსი განეგრძო როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში. ამ პერიოდში თურქები უკიდურესად შევიწროებულები იყვნენთარგი:ვისგან. მდგომარეობამ ისინი აიძულა გაერთიანებასა და კოალიციურ ლაშქრობაზე ეფიქრათ. მათ ბაღდადის ხალიფას მიმართეს და განზრახული ლაშქრობის მოწყობაში დახმარება სთხოვეს. ბაღდადის ხალიფა ფაქტობრივად აღმოსავლეთის მუსლიმანური რელიგიის მეთაურად თვლიდა თავს და ქრისტიანების წინააღმდეგ „მართლმორწმუნეთა დასაცავად“ ყოველთვის მზად იყო. ხალიფამ ლაშქრობის მოსაწყობად დიდი თანხები გამოჰყო.

  იმ დროისთვის, ირანის ადარბადაგანის მმართველი აბუ-ბაქრი, ერთპიროვნული მბრძანებელი გახდათარგი:სად. სწორედ აბუ-ბექრმა ისარგებლა ხალიფას მატერიალური დახმარებით და მისი მოწოდებაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მან აღმოსავლეთის თურქთა თარგი:? დიდძალ ლაშქარს მოუყარა თავი. აბუ-ბექრი პირველად შირვანისკენ გაემართა. შირვანშაჰი აღსართანი და მისი სიძე ამირ-მირმანი ვერ გაუმკლავდნენ მტერს. შირვანი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო, შესაბამისად, საქართველოს შირვანის მიმართ გარკვეული ვალდებულებაც ეკისრა.

  საქართველოს სამეფო კარის გადაწყვეტილებით დიდძალი ლაშქარი შეიკრიბა. ქართველთა ლაშქარი ბრძოლისათვის გაემართა, შამქორისაკენ.ცხენოსანთა ლაშქარი მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან დაიძრა და მდინარე ხრამიდან შამქორისწყლამდე მანძილი დღე-ღამეში გაიარა. შამქორის ბრძოლა 1195 წელს გაიმართა.

  ისტორიული ქალაქი შამქორი მდინარე შამქორისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა და მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო. აბუ ბაქრი ქალაქში გამაგრდა, ამიტომ ქართული ლაშქრის მთავარი დარტყმის ობიექტად ქალაქი შეირჩა. ციხესიმაგრეზე შეტევას, ლაშქრის მარჯვენა ფრთა ახორციელებდა. დავით სოსლანის რაზმი ცუდი გზების გამო დაყოვნდა. მისმა მოსვლამ არსებითად შეცვალა ბრძოლის ვითარება. ამ ბრძოლაში გამარჯვება ქართველებს ხვდათ წილად.

  მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელში აღმოჩნდა კავკასიის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტები: განძაანისიკარი, თურქთა გავლენა რეგიონში მნიშვნელოვნად შეცირდა. ციხე-ქალაქი კარი თავისი სიძლიერით გამოირჩეოდა და მთელ ამიერკავკასიაში თურქთა საიმედო საყრდენად ითვლებოდა. ბასილი ეზოსმოძღვარი გადმოგვცემს რომ, „მრავლით ჟამთაგან“ იბრძოდნენ კარისათვის სარგის თმოგველიშალვა თორელი და მესხნი. მათ კარის ირგვლივ არსებული ყველა ქალაქი და სოფელი დაიმორჩილეს, კარის აღება კი ვერ შეძლეს. თამარ მეფემ ქალაქის ასაღებად დავით სოსლანი გააგზავნა, თვითონ თამარი ჯავახეთში დადგა და აქ დაელოდა „ამბავსა მათსა“. ქართველებმა შეძლეს ციხე-ქალაქის აღება და ეს ტერიტორია უშუალოდ საქართველოს შემოუერთეს. კარის აღებას უდიდესი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იგი ანის-არზრუმის დიდ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა.

  მუსლიმანურმა სახელმწიფოებმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ლაშქრობის წამოწყება გადაწყვიტეს. ამჯერად ამ ლაშქრობას სათავეში მცირე აზიის თურქული სახელმწიფო, რუმის სასულთნო ჩაუდგა. რუმის სულთანმა რუქნადინმა 400,000 მეომარი შეკრიბა. მან საგანგებო მოციქული გამოუგზავნა თამარს, რომელთაც მეფეს კადნიერი წერილი გადასცეს:

ვარძია

  თამარის პირველ ისტორიკოსთან დაცულია ცნობა, რომ რუქნადინის ელჩს წერილის გადაცემის შემდეგ, მეფისათვის უღირსი სიტყვებით მიუმართავს:„უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა“. ამ სიტყვებს რომ ამბობდა ელჩი, მხარგრძელი წამოდგა „და უხეთქა ჴელითა პირსა, და ვითარცა მკუდარი დაეცა და იდვა“.

  თამარის ბრძანებით ჯარის შეკრება დაიწყეს. მეფე ვარძიაში მივიდა და იქ ღვთისმშობელს შეავედრა ქართველების ჯარი.  ქართველთა ლაშქარი ბასიანში მივიდა, სადაც სულთანი იყო დაბანაკებული ბასიანის ბრძოლა 1203 წელს გაიმართა. ხანგრძლივი ბრძოლის დროს ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალხციხელებს ცხენები დაუხოცეს, სარდლებიბრძოლას ქვეითად განაგრძობდნენ. ქართველთა ლაშქარში, ამ ფაქტმა მცირედი არეულობა გამოიწვია თუმცა, დავით სოსლანმა ბრძოლის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი გადაჯგუფება განახორციელა – მან ცხენოსანთა რაზმი მოწინააღმდეგის გვერდებზე შეტევისთვის მოამზადა, მარცხენა ფრთას თვითონ ჩაუდგა სათავეში, ხოლო მარჯვენაზე ზაქარია მხარგრძელი განაწესა. შეტევა ერთდროულად განხორციელდა. დავით სოსლანის მიერ დასახულმა გეგმამ გაამართლა: მტერი პანიკაში ჩავარდა და ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ბასიანის ბრძოლაში ქართველების გამარჯვებას, უდიდესი პოლიტიკური ნიშვნელობა ჰქონდა, საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი პოზიციები რეგიონში და სამხრეთის საზღვრები სრულიად გაამაგრა.

 

ტრაპიზონის იმპერია

  თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული ტრაპიზონის იმპერიის შექმნა. ძლიერი საქართველოს სამეფო თავის გავლენას ავრცელებდა სამხრეთით, მათ შორის, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.

მეფე თამარის ფრესკა ბეთანიის მონასტერში

  XIII საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიის იმპერიაში კომნენოსებისა და ანგელოსების დინასტიებს შორის დიდ შინაპოლიტიკური დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რამაც სახელმწიფო ეკონომიკურად დაასუსტა. 1202 წელს დაიწყო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობალიბო შამპანიელის სარდლობით. 1201 წელს, ლიბოს გარდაცვალების შემდეგ, ლაშქრობას ბონიფაცი მონფერატი ჩაუდგა სათავეში. 1202 წელს ჯვაროსნული ლაშქრობის გეგმა შეიცვალა – ეგვიპტის ნაცვლად ჯვაროსნებს ზადარსა და თრაკიაში უნდა ელაშქრათ.

  იმავდროულად, რომის პაპმა ინოკენტი III-მ გერმანიის მიერ შელახური რომის სტატუსი გაეძლიერებინა გადაწყვიტა და ჯვაროსნებს დასუსტებული კონსტანტინოპოლის აღება უბრძანა. 1203 წლის ივნისში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს ჯვაროსნების ხომალდები მიუახლოვდნენ. 1204 წლის იანვარში ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყეს. იმავე წელს შეთქმულებმა ისააკ II ანგელოსი საიმპერატორო ტახტიდან ჩამოაგდეს და დააბრმავეს.

  ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით ისარგებლა საქართველოს სამეფო კარმა, საბაბად თარგი:რის ერთი გარემოება იქნა გამოყენებული. ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობით,

მოიწინეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათჳს ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კჳპრის ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ

  მეფე თამარს დიდი პატივით მიუღია ისინი. უკან გაბრუნებულ მონაზვნებს, როდესაც მათ კონსტანტინოპოლს მიაღწიეს, ბიზანტიის იმპერატორის,ალექსის კაცები დაუხვდნენ და გაძარცვეს. შეიტყო თუ არა მეფე თამარმა ალექსის საქციელის შესახებ, ბერძენთა მეფის ანგარებითა და მტაცებლობით განრისხებულმა, კეისრის სამაგალითო დასჯა გადასწყვიტა და ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ბიზანტიის იმპერიას. საომარი ოპერაციები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. 1204 წელს ქართველთა ლაშქრის აქტიური საბრძოლო ქმედების შედეგად ქართველებმა ბერძენბს „წარუღეს ლაზი[კ]ა, ტრაპიზონი, ლიმანი, სამისონი, სინოპი, კერ[ა]სუნდი, კოტიორა, ამასტია, ერაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონიისა და პონტოსანი“. თამარმა ამ ტერიტორიებისგან შექმნა სამეფო, რომელსაც სათავეში ბაგრატიონთა ნათესავიალექსი I კომნენოსი ჩაუყენა:

  ისტორიიდან ცნობილია, რომ ალექსი და მისი ძმა დავითი საქართველოს სამეფო კარზე იზრდებოდნენ. 1185 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ანდრონიკე კომნენოსი, რომლის მემკვიდრის მანუელ კომნენოსის მეუღლე გიორგი III-ისა და ბურდუხანის ასული რუსუდანი იყო . სავარაუდოდ, იმავე წელს დაიღუპა მანუელიც. რუსუდანი საქართველოში თავის ორ ვაჟთან ერთად დაბრუნდა.

 ქართველი მემატიანის ზემომოყვანილ ცნობას ბიზანტიელი მემატიანე მიხეილ პანარეტიც ადასტურებს

 

 ეკონომიკა


მეფე თამარის სახელით მოჭრილი მონეტა.

  თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა. დადასტურებულია, რომ იმ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმეში აქტიურად გამოიყენებოდა წყლის წისქვილი. დაწინაურებული იყო სოფლის მეურნეობა, რასაც იმდროინდელ საქართველოში არსებული მრავალი სარწყავი არხი ადასტურებს. თამარის დროინდელ საქართველოში, დიდი სარწყავი არხები იყო გაყვანილი ტირიფონის ველზე (იხ.ტირიფონის არხი), რუის-ურბნისის მიდამოებში, მუხრანში (იხ. მუხრანის არხი), სამგორში, კახეთსა და საქართველოს სხვა ადგილებში. ეს ყველაფერი კარგ პირობებს ქმნიდა მარცვლეული კულტურის, მევენახეობის და მეხილეობა-მებაღეობის განვითარებისთვის. ამავე პერიოდში აგებდნენ, აგრეთვე საქალაქო წყალსადენებსაც.

  მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. განვითარებული იყო საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა. ამ პერიოდის საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო თბილისი და ქუთაისი. ამ პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით, განვითრებული იყო თიხის ჭურჭელის წარმოება. თამარის დროს, უბრალო თიხის ჭურჭელთან ერთად დიდი რაოდენობით მზადდებოდა მოჭიქული ჭურჭლები. საქართველოში აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის წარმოება.

  თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთანბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში მუსლიმანური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ, სხვადასხვა სახის ქსოვილები.

  თამარის ეპოქის ეკონომიკურ ცხოვრებაში ფული აქტიურ როლს ასრულებდა. თბილისში საუკუნეთა მანძილზე არსებობდა ზარაფხანა. ზარაფხანა იყო აგრეთვე ქუთაისშიც. სხვადასხვა პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თამარ მეფის დროს მოჭრილი არაერთ მონეტა აღმოუჩენიათ. 1961 წლის შემოდგომაზე სოფელ ნიჩბისში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) აღმოაჩინეს სპილენძის მონეტების განძი (1460 ცალი), რომელიც, ძირითადად, XII საუკუნისა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართული მონეტებისაგან შედგებოდა. განძში უხვად იყო თამარის დროს მოჭრილი მონეტები. ნიჩბისში აღმოჩენილი მონეტების მცირე ნაწილი ყალბი იყო.

თამარ მეფის დროშ

  სოციალური თვალსაზრისით, XII საუკუნეში გაქრა არსებითი განსხვავება „გლეხსა“ და „ყმას“ შორის. გლეხი უკვე ფეოდალის მიწაზე მუშაობდა და მის სასარგებლოდ ბეგარას იხდიდა და სხვა სამსახურ-ვალდებულებებს ასრულებდა. გლეხობის ფართო და მრავალფეროვანი სოციალური ფენა რიცხობრივად იზრდებოდა. ერთიანი საქართველოს სიძლიერე შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.

განათლება და კულტურა

ვანის ოთხთავი

   XII-XIII სს. ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი ფეოდალური საქართველოს განათლებამ და კულტურამ მაღალ დონეს მიაღწია. ქართულმა კულტურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში.

ქვეყნის მაღალ განვითარებას განსაზღვრავდა სწავლა-აღზრდის საქმე. თამარის დროს სკოლები ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა. საქართველოში მრავლად იყო რიტორიკული სკოლები. ქართული მონასტრების ოპიზისოშკისშატბერდისბერთისხანძთის და სხვა მონასტრებთან არსებობდა სპეციალური შენობები, რომლებიც სკოლებისთვის იყო განკუთვნილი. საქართველოში სასკოლო განათლების დაწესებულების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიური განათლების სისტემის ახლო გაცნობამ. თამარის დროინდელი საქართველოს აკადემიებს სათავეშიმოძღვართმოძღვარი ედგა. საქართველოს აკადემიებში, ისევე როგორც იმდროინდელ ბიზანტიის უმაღლეს სასწავლებლებში, ისწავლებოდა მეცნიერების შვიდი ძირითადი დარგი: გრამატიკაფილოსოფიარიტორიკაარითმეტიკაგეომეტრიამუსიკა და ასტრონომია. არსებობს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საქართველოს იმდროინდელ აკადემიებში ისწავლებოდა აგრეთვე მედიცინაც , XIII საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში იყო ნათარგმნი „წიგნი სააქიმოჲ“. თამარ მეფის მმართველობის პერიოდში, საქართველოს ჰქონდა თავისი საგანმანათლებლო კერები, საზღვარგარეთაც. მათგან აღსანიშნავია: ივერთა მონასტერი ათონის მთაზემონასტერი შავ მთაზე (სირიაში), პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში და სხვა.

  XII საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის ხუროთმოძღვრება. ამ პერიოდში შეიქმნა შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი ტაძრები, რომლებშიც მკაფიოდ გამოჩნდა ახალი სტილისტიკური ნიშნები. შეიცვალა ტაძრის პროპორციებიც: გუბათის ყელი შენობასთან შედარებით ძალიან აზრდილია. ამ ტიპის ტაძრებია: იკორთა (ქართლში), ბეთანია (ვერეს ხეობაში), ქვათახევი (ქართლში),ფიტარეთი (ქვემო ქართლში), წუღრუღაშენი (ქვემო ქართლში), დმანისის კარიბჭე (ქვემო ქართლში), ერთაწმინდა (ქართლში) და სხვები. ამავე ჯგუფს განეკუთვნება აგურით ნაშენი ორი ტაძარი: ტიმოთისუბანი და ყინწვისი. ერთნავიანი ეკლესიები: ლამაზი საყდარი (ხრამის ხეობაში), მაღლაანთ ეკლესია(შიდა ქართლში), გუდარეხი (ქვემო ქართლში), ლურჯი მონასტერი (თბილისში) და სხვები. ქართულ სამონასტრო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრა კლდეში გამოკვეთილ სამონასტრო კომპლექსს – ვარძიას. ვარძიის მშენებლობა გიორგი მესამემ დაიწყო და დაასრულა თამარმა. მნიშვნელოვანია აქ არსებული დიდი ეკლესია, რომლის კედლები ფრესკებითაა დამშვენებული. აქ არის გამოსახული გიორგი III-ისა და თამარის პორტრეტები.

თამარ მეფის პერიოდში აგებულიბესლეთის ხიდი, ქალაქ სოხუმისსიახლოვეს

  თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობებია შიო-მღვიმე-სხალტბის წყალსადენიბესლეთისა (სოხუმი), დონდალოს (აჭარა) და რკონის (შიდა ქართლი) ხიდები. განვითარებული იყო ციხესიმაგრეთა მშენებლობის საქმე. ისინი მიუვალ ადგილებში შენდებოდა. აღსანიშნავია სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები: ხერთვისიაწყურიოქროს ციხეთმოგვი და სხვები.

  მნიშვნელოვანად განსხვავდება თამარის დროინდელი კედლის მხატვრობა ადრინდელისაგან. ამ პერიოდის საქართველოში ფერწერის რამდენიმე მიმართულებას გამოყოფენ. ერთია ტაო-კლარჯეთში ჩამოყალიბებული მონომენტური ძეგლები (ოთხთა ეკლესიისიშხნისხახულისოშკისტბეთისფრესკები). მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება თამარის პერიოდში დავითგარეჯას მონასტერში შესრულებული ფრესკები. აგრეთვე მნიშვნელოვანია რაჭის სოფელ ზემო კრიხის ეკლესიის მხატვრობა, სადაც სვანეთის ძეგლების მსგავსად, ადგილობრივი ფეოდალების პორტრეტებიცაა.

  აღსანიშნავია თამარის პორტრეტები. ვარძიის ეკლესიაში ჯერ კიდევ გაუთხოვარი თამარია გამოსახული, მის გვერდით მამამისი, გიორგი III დგას. ბეთანიასა და ყინწვისში თამართან ერთად გიორგი III და ლაშა-გიორგიცაა გამოსახული. ბერთუბნის მონასტრის ფრესკაზე მხოლოდ თამარია (მამის გარეშე) ლაშა-გიორგისთან ერთად.

XII საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ფართოდ ვითარდება საერო მწერლობა, შეიქმნა საერო პოეზია. თამარის პერიოდში შექმნილი საერო მწერლობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html