თეოდორ დრაიზერი - Theodore Dreiser

თეოდორ დრაიზერი - Theodore Dreiser

თეოდორ ჰერმან ალბერტ დრაიზერი (ინგლ. Theodore Herman Albert; დ. 27 აგვისტო, 1871, ტერე-ჰოტი, ინდიანა — გ. 28 დეკემბერი, 1945, ჰოლივუდი), ამერიკელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ადრეული წლები

დრაიზერის მშობლები - ჯონ დრაიზერი და სარა შენები ბეწვსართავის თანამფლობელები იყვნენ. ხანძრის შემდეგ, როდესაც ბეწვეულის მარაგი გაუნადგურდათ, მამამისი მშენებლობაზე მოეწყო, სადაც ის დაინვალიდდა. მოკლე ხანში ოჯახს ახალი უბედურება დაატყდა თავს, სამი უფროსი ვაჟი გარდაეცვალათ, რამაც ოჯახის საცხოვრებლი ადგილის ხანგრძლივი ცვლილებები გამოიწვია. საბოლოოდ ინდიანას შტატის პროვინციულ დაბა ტერე-ჰოტში დასახლდნენ. თეოდორი, მეცხრე ბავშვი იყო ოჯახში.

1887 წელს მან სკოლა დაამთავრა.

1889 წელს ინდიანას უნივერსიტეტში ჩააბარა. ერთი წლის თავზე სწავლის შეწყვეტა მოუწია საფასურის გადაუხდელობის გამო. შემდგომ კლერკად და სარეცხის დამტარებელი ფურგონის მძღოლადაც კი მუშაობდა.

ჟურნალისტიკა

დრაიზერმა გადაწყვიტა რეპორტიორი გამხდარიყო. 1892-1894 წლებში გაზეთებში პიტსბურგი, ტოლედო, ჩიკაგო და სენტ ლუისი, იმუშავა. 1894 წელს ნიუ-იორკში გადავიდა. მისმა ძმამ პოლ დრესერმა მუსიკალური ჟურნალის "ევრი მანსის" ორგანიზება ითავა, დრაიზერს კი რედაქტორის ფუნქცია ერგო. 1897 წელს მან ჟურნალი დატოვა. წერდა მეტროპოლიტენის, ჰარპერსის და კოსმოპოლიტენის დაკვეთით.


დრაიზერის ერთ-ერთი გამოქვეყნებული ლიტერატურული ნარკვევი გახლავთ : ნიუ-იორკის არტისტული უბანი: ლიტერატურულ-არტისტული თავშესაფარი ბროქსვილში. ჟურნალი მეტროპოლიტენი 1897 წლის ნოემბერი. თავის პირველი რომანის გამოქვეყნებამდე, 1900 წლამდე, დრაიზერმა გამოაქვეყნა 42 სტატია და რიგი პოემებისა .

რომანები

ჩვეულებრივ, დრაიზერის რომანისტიკაზე საუბარს რომანით "და კერი" იწყებენ ხოლმე (1900). ამ ნაწარმოებით დრაიზერმა მეოცე საუკუნის ამერიკელი მწერლების რეალისტური, თუმცა, დაცემის პირას მყოფი ტრადიცია განაგრძო. რომანს კრიტიკოსთა და საზოგადოების მხრიდან სასტიკი შეფასება მოჰყვა, ნაწარმოებს უზნეოც კი უწოდეს. დრაიზერმა მთავარი მოქმედი პერსონაჟი გოგონა საზოგადოებაში გაბატონებულ ნორმებს დაუპირისპირდა. მხოლოდ 1911 წელსღა შესძლო დრაიზერმა თავისი მეორე რომანის ჯენი გერჰარდტის გამოქვეყნება, სადაც ისევ კერის მოტივების განვითარების გაგრძელება სცადა. ამერიკულმა პრესამ რომანის გამოსვლას დუმილით უპასუხა.

რომანით ფინანსისტი (1912 წელი) დრაიზერმა თავისი მონუმენტური სურვილის ტრილოგია დაიწყო. ტრილოგიას საფუძვლად მილიონერ ჩ. იერქსის ცხოვრება უდევს (მეორე ტომი - ტიტანი გამოვიდა 1914 წელს. ხოლო მესამე ტომზე სტოიკოსი დრაიზერმა მუშაობა 1929 წელს დაიწყო) წიგნის პერსონაჟია ფრენკ კაუპერვუდი.

რომანში ტიტანი დრაიზერს მთავარი მოქმედი პირის ცხოვრება უკვე ჩიკაგოში გადააქვს.

”სურვილის ტრილოგია” XX საუკუნის ამერიკული თუ ევროპული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. კონსერვატიული კრიტიკის შემოტევები 1916 წელს რომან გენიოსის პუბლიკაციის შემდეგ გაორმაგდა. დრაიზერი გენიოსს თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა. საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მოთხოვნით, რომანის გამოქვეყნება სასამართლომაც კი აუკრძალა მწერალს, თუმცა, მოგვიანებით ეს აკრძალვა გააუქმა. რომანის თემა ხელოვნებაზე ფულის მომაკვდინებელი ძალაუფლებაა.

თავის რომანში ამერიკული ტრაგედია (1925 წელს) დრაიზერს თანადროული საშუალო ამერიკული ტიპი, ახალგაზრდა, მსუბუქი ჭკუის, ნაკლებგანათლებული გრიფიცი გამოჰყავს ასპარეზზე. ელეტროსკამზე მუდამ მოტრიალე გრიფიცის ტრაგედიის არსი გარესამყაროსთან და არსებულ სინამდვილესთან მის შეუგუებლობაში მდგომარეობს. გრიფიცი ამერიკული ფსევდოდემოკრატიულობის მსხვერპლია. რომანი მწერლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევა. გამოქვეყნებისთანავე ამერიკულმა ტრაგედიამ საუკეთესო რეზონანსი ჰპოვა. 1930 წელს ჰოლივუდმა საბჭოთა რეჟისორს სერგეი ეიზენშტეინს სთხოვა სცენარის დაწერა, თუმცა, მოკლე ხანში მასთან კონტრაქტი გაწყვიტა და ერთი წლის თავზე რეჟისორმა იოზეფ ფონ შტერნბერგმა მოახდინა ნაწარმოების ეკრანიზება.

მწერალს ამერიკული ფილმი იმდენად არ მოეწონა, რომ რომანის შინაარსის დამახინჯების გამო სტუდიას სასამართლოშიც კი უჩივლა.

ბიბლიოგრაფია

  • კერი (და კერი) 1900;
  • ჯენი გერჰარდტი 1911;
  • ფინანსისტი 1912;
  • ტიტანი 1914;
  • გენიოსი 1916 ;
  • ამერიკული ტრაგედია 1925;
  • ნიუ-იორკის ფერები («დიდი ქალაქის სურათი»), 1927;
  • სტოიკოსი 1929;
  • Theodore Dreiser by Burton Lascol, N.-Y., 1925;
  • Th. Dreiser, A Bibliography, by Ed. D. Mc Donald, Филадельфия, 1928;
  • Dreiser before «Sister Carrie», by Ed. D. Mc Donald, «The Bookman», v. LXVII, Ї 4, 1928.

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html