ილია ალხაზიშვილი

ბიოგრაფია

  ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი (დ. 16 ნოემბერი1853სოფ. ზიარი, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― გ. 27 იანვარი1921,თბილისი), ქართველი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

  1891 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, სამშობლოში დაბრუნდა და 1918 წლამდე პროვიზორად მუშობდა ქ. ახალქალაქში. ალხაზიშვილის თხზულებანი 1875 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია ეთნოგრაფიული-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომებისა "ბუნება და ცხოვრება" (1897), "მტკვარი, ოროხი, რიონი" (1912-1914), "სამკურნალო მცენარენი საქართველოში" (1899), "ვარძიის მონასტერი" და სხვა. ალხაზიშვილს წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში: "საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები", 1913; "ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგია", 1915; "ბუნების ლექსიკონი", 1916. მისი თაოსნობით რამდენიმე სოფელში გაიხსნა სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო, ახალქალაქში - ქართული გიმნაზია.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html