იონა მეუნარგია

იონა მეუნარგია

იონა მეუნარგია (დ. 26 ნოემბერი,1852 წ.სოფ. ცაიში – გ. 1919 წ, იქვე.) ქართველი მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი.

ბიოგრაფია

  იონა მეუნარგია დაიბადა 1852 წლის 26 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, დეკანოზ მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში. მან დაწყებითი განათლება მიიღო მარტვილის სამრევლო სკოლაში, შემდეგ დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში1874 წელს, როგორს პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო გარიცხეს სემინარიიდან. იმავე წელს ი. მეუნარგიამ სწავლის გასაგრძლებლად ევროპას მიაშურა. იგი ორი წლის განმავლობაში ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

  იონა მეუნარგია – ერისა და პიროვნების თავისუფლებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი თავადაც თვისუფალი ადამიანის ცოცხალ მაგალითად რჩებოდა, ის არასოდეს ჩამჯდარა ხელმწიფის ნავში, რათა ხელშეკრული არ ყოფილიყო საზოგადოერბრივ საქმიანობაში. იგი ყოველთვის არჩევით თანამდებობებზე მუშაობდა. 18911894 და 19071913 წლებში იონა არჩეულ იქნა ფოთის ქალაქის თავის მოადგილედ. 18981907 წლებში მომრიგებელ შუამავლად მოღვაწეობდა ზუგდიდისსენაკისა და ლეჩხუმის მაზრებში.

  1878 წლის მიწურულს იონა მეუნარგია საშობლოში დაბრუნდა და როგორც იტყვიან, მთელი არსებით ჩაება საზოგადოებრივი და ლიტერატურული ცხოვრების საერთო ფერხულში. იგი დაუღალავად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ–გაზეთებში. ენერგიულად იღწვოდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში.

  იონა მეუნარგია მოესწრო მისი და მისი თაობის სანუკვარი ოცნების აღსრულებას – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას (1918 წლის 26 მაისი). ამით აღფრთოვანებული და ფრთაშესხმული იგი განახლებული ენერგიით ჩადგა ახალგათავისუფლებული სამშობლოს სამსახურში. მაგრამ საქართველოს თავისუფლებაზე უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა მისი მოღვაწეობის ეს პერიოდი. იგი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1919 წლის 15 მაისს გარდაიცვალა 71 წლის ასაკში. დაკრძლეს ცაიშის ეკლესიის ეზოში, წინაპართა გვერდით საგვარეულო საძვალეში.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html