იროდიონ სონღულაშვილი

იროდიონ სონღულაშვილი

  იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი (დ. 22 დეკემბერი1880დიღომი ― გ. 7 იანვარი1958თბილისი), ქართველი ხელოვნებათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, მწერალი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1944).

ბიოგრაფია

დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილება (ტექნიკური ქიმიის სპეციალობით). მთელი ცხოვრება ხელოვნების სამსახურში გაატარა. 1909 მუშაობა დაიწყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში (იყო საზოგადოების მდივანი). 1929 მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საისტორიო და საეთნოგრაფიო განყოფილების გამგედ, 1931-იდან - ძველი ქართული ხელოვნების და იატორიის განყოფილების გამგია თანაშემწედ, 1934-იდან - ხელოვნების მუზეუმიდ ("მეტეხი") მცირე ხელოვნების განყოფილების გამგედ. 1953-იდან - საქართველოს ხელოვნების მუზეუმის სეიფის გამგედ. მისი შრომები, რომელთა მხოლოდ ნაწილია გამოქვეყნებული, ეხება უმეტესად ქართული მცირე და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს (კერძოდ, ტიხრული მინანქარი), ეთნოგრაფიის საკითხებს. სონღულაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ისტორიული რომანი "მირანდუხტ იადხმობილი".


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html