კოტე ჯანდიერი

კოტე ჯანდიერი

  კოტე (კონსტანტინე) ირაკლის ძე ჯანდიერი (დ. 23 მაისი1958თბილისი,საქართველო), – ქართველი მწერალი.

 

ბიოგრაფია

  კოტე ჯანდიერი დაიბადა 1958 წლის 23 მაისს.

  მშობლები: რუსუდან გვარამია, ირაკლი ჯანდიერი.

  მეუღლე – ლეილა ჭიჭინაძე (1955). შვილი – სოფიო (1987).

  1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი.

  ჰობი: მთაში და უცნობი ქალაქების ქუჩებში ხეტიალი, ახალი ნაცნობობანი.

გამოცდილება

  1978—1980 წლებში მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად.

  1979—1990 წლებში – ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

  1980 წელს – ვალეს ნახევრადძვირფასი ქვების პირველადი დამუშავების ფაბრიკის ქვის სათლელი საამქროს მუშა–ოპერატორი.

  1989 - 1994 წ.წ. – კინოსტუდია "შემოქმედის" რედაქტორი.

  იყო კინოკონცერნ "ქართული ფილმის" სამხატვრო საბჭოს წევრი, თსუ ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის პედაგოგი 1995 წლიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის განათლების პროგრამის კოორდინატორი 1999 წლიდან.

  არის ავტორი სამი სამეცნიერო სტატიისა, ასევე წიგნის "ქართული ნაციონალური ბალეტი" თანაავტორი და რედაქტორი; ასევე, მწერალთა კლუბ "მეოცე საუკუნე" და საქართველოს ლუდის მოყვარულთა საზოგადოების წევრი.

  კოტე ჯანდიერი მოთხრობა "განსხვავებული კალიბრის ვაზნა" შეტანილია გერმანიაში გამოქვეყნებული ქართული პროზის ანთოლოგიაში.

წიგნები

  • "ცუდი ბიჭების ცხოვრებიდან" (მოთხრობები), რედ.: მანანა სანადირაძე; მხატვ.: გოგი წერეთელი; თბ.: "მერანი" – 1995 წ.
  • "ქართული ნაციონალური ბალეტი" (ილიკო სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი) – იდეის ავტორი და შემდგენელი: ნინო სუხიშვილი; კოტე ჯანდიერის საერთო რედაქციით; ფოტო გურამ წიბახაშვილი და სხვ.; თარგმანი: ნ. ფორჩხიძე, თ. თოფურია; მხატვ.: ბაჩა მალაზონია. - თბ., 1996 (დაიბეჭდა სტამბულში). - 136გვ. (ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე) - წიგნს ახლავს მინაწერი: "სუხიშვილების ოჯახისაგან".
  • "კონკიას ღამე" – გამომცემლობა "დიოგენე", 2010 წ.

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html