მიხეილ ასათიანი

მიხეილ ასათიანი

ბიოგრაფია

  მიხეილ იოსების ძე ასათიანი (დ. 1849, სოფ. ბაკურციხე, ახლანდილი გურჯაანის რაიონი ― გ. 19 დეკემბერი/31 დეკემბერი1879), ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.

  სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში და სემინარიაში. 1874 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. დიდი მონაწილეობა მიიღო ქართველ ხალხოსანთა ჟურნალ "იმედის" დაარსებაში და მისი პირველი რედაქტორიც უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად რომ არ დაღუპულუყო. 1881 წლიდან ასათიანის თხზულებები იბეჭდებოდა ჟურნალ "იმედში". მის ლექსებში, მოთხრობებსა და საჟურნალო ფელეტონებში ასახულია ხახლხოსანი ახალგაზრდობის მისწრაფებანი და იდეალები, დაბალი სოციალური ფენების უუფლებობა, აგრეთვე ქართველ ინტელიგენციის მისწრაფება ეროვნული ძალების კონსოლიდაციისაკენ ("შიკრიკი", "მტკვრის ბაასი რიონთან", და სხვა). ავტორია აგრეთვე ავტობიოგრაფიული მოთხრობისა "მე და ონისიმე".


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html