მცირე ცთომილები (ასტეროიდი)

მცირე ცთომილები (ასტეროიდი)

 მცირე ცთომილები, ასტეროიდები, მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტებზე მოძრავი სხეულები, რომელთა ზომები 9 დიდ ცთომილთან შედარებით მცირეა. მაგ., ცერერას დიამეტრია 770 კმ, პალადასი — 490 კმ, ვესტასი — 385 კმ, სხვებისა - ბევრად ნაკლები.

 XX საუკუნეში აღმოჩენილია მხოლოდ 40კმ-ზე ნაკლებ დიამეტრიანი მცირე ცთომილები. ყველა იმ მცირე ცთომილებს, რომელთა ორბიტა ზუსტადაა გამოთვლილი, საკუთარი სახელი და მუდმივი ნომერი აქვს. ასეთი ცთომილების რიცხვი 2500-ზე მეტია. მათზე ინფორმაცია ყოველწლიურად ქვეყნდება საერთაშორისო გამოცემაში "მცირე ცთომილების ეფემერიდები".

 მცირე ცთომილების ორბიტები ძირითადად მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორისაა. მათ დიდი ექსცენტრისიტეტები აქვთ, ეკლიპტიკის სიბრტყისადმი საშუალო დახრილობა კი 9,54°-ია.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html