საბით რაჰმანი

საბით რაჰმანი

  საბით რაჰმანი (ნამდვილი სახელი და გვარი საბით ქერიმ-ოღლუ მაჰმუდოვი) (დ. 26 მარტი, 1910, ნუხა — გ. 23 სექტემბერი, 1970, ბაქო, აზერბაიჯანი), აზერბაიჯანელი მწერალი. აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943). სკკპ წევრი 1943 წლიდან.

  ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 20-იანი წლების დასასრულს. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. აზერბაიჯანული საბჭოთა კომედიის ერთ-ერთი პირველი ავტორია („ქორწილი“, დაიდგა 1939; „ბედნიერები“, დაიდგა 1941; „სიცრუე“, 1965 და სხვა). დაწერა რომანი „ნინა“ (1951), რომელშიც ასახულია იატაკქვეშა სტამბის შემქნელის ლ. კეცხოველისა და მის თანამებრძოლთა რევოლუციური მოღვაწეობა.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html