სერგეი მესხი

სერგეი მესხი

  სერგეი სიმონის ძე მესხი (დ. 12 ოქტომბერი/24 ოქტომბერი1845, სოფ. რიონი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – გ. 21 ივლისი/2 აგვისტო1883აბასთუმანი, დაკრძალულია რიონში), ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

  1856-1863 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, 1863-1867 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1867 სამშობლოში დაბრუნდა. 1868 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ "დროებას". იყო "ახალი ახალგაზრდობის" ლიტერატურული ჯგუფის წევრი, "მამებისა" და "შვილების" ბრძოლის აქტიური მონაწილე. მისი წერილები ეხებოდა კრიტიკის თეორიას და პრაქტიკას, ფოლკლორისტიკას, თეატრს, დრამატურგიას, სალიტერატურო ენის სიწმინდეს და სხვ. თარგმნა ვიქტორ ჰიუგოსალფონს დოდეს და სხვათა ნაწარმოებები. დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის, კრიტიკის, ჟურნალისტიკისა და ქართული თეატრის განვითარების საქმეში.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html