ტომას მაინ რიდი - Mayne Reid

ტომას მაინ რიდი - Mayne Reid

 ტომას მაინ რიდი (დ. 4 აპრილი, 1818, ირლანდია – გ. 22 ოქტომბერი, 1883, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) იყო ირლანდიელ-ამერიკელი რომანისტი. „კაპიტანი“ რიდი ძირითადად სათავდგადასავლო რომანებს წერდა. იგი პასტორის ოჯახიდან იყო (რიდი წარმოშობით შოტლანდიელი იყო, როგორც მამის, ისე დედის მხრიდან). განათლება ბელფასტში მიიღო და 1840 წელს თავგადასავლების საძიებლად ამერიკაში წავიდა. ჟურნალისტის რანგში მონაწილეობდა 1846–1848 წლების ამერიკა-მექსიკის ომში, სადაც დაიჭრა. შემდეგ დაბრუნდა ევროპაში და დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა ლონდონში, 1850 წელს გამოსცა The Rifle Rangers, სადაც ასახა მექსიკის ომში აღწერილი მოვლენები. მაინ რიდმა დაწერა 22 საბავშვო მოთხრობა, ფსევდონიმით „კაპიტანი მაინ რიდი“ და 28 ნაწარმოები უფროსებისათვის. იტანჯებოდა მძიმე ავადმყოფობით. სიცოცხლის უკანასკნელი წლები რიდი ხეიბარი იყო. გარდაიცვალა ლონდონში 1883 წელს.

ნაწარმოებები

  • თეთრი თათმანი
  • თეთრი ბელადი
  • ოცეოლა - სემინოლების ბელადი-ნაწარმოები
  • უთავო მხედარი
  • სკალპებზე მონადირენი
  • ოკეანეში დაკარგულები
  • პატარა ზღის მგელი
  • კვარტერონი

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html