ფელიქს ჰაუსდორფი (1868 – 1942)

ფელიქს ჰაუსდორფი (1868 – 1942)

  ფელიქს ჰაუსდორფი (დ. 8 ნოემბერი, 1868, ბრესლაუ, ახლანდელი ვროცლავი — გ. 26 იანვარი, 1942, ბონი), გერმანელი მათემატიკოსი. 1891 წელს დაამათავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი. 1895-იდან ასწავლიდა იქვე (1902-იდან პროფესორი); მოგვიანებით გრაიფსვალდის, 1921-იდან — ბონის უნივერსიტეტების პროფესორი. ჰაუსდორფმა დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკის სხვადასხვა დარგში — სიმრავლეთა თეორიაშიტოპოლოგიაში, ფუნქციონალურ ანალიზში, უწყვეტ ჯგუფთა თეორიაში, რიცხვთა თეორიაში.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html