ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი

ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი

 

ბიოგრაფია

  ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი (გ. 30 ივნისი1792), ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე, მდივანბეგი, დიპლომატი და მწერალი. 1770-იან წლებში ახლდა რუსეთში დიპლომატიური მისიით გაგზავნილ ლევან ბატონიშვილს. შემდეგ ერეკლე II-მ ელჩად გაგზავნა ირანში. ელჩობის მიზანი იყო დაეშოშმინებინა ირანის ვექილი (გამგებელი) ქერიმ-ხანი, რომელიც ერეკლე II-ის რუსული ორიენტაციის გამო საქართველოში გამოლაშქრებას აპირებდა. ეს დავალება ანდრონიკაშვილმა წარმატებით შეასრულა. 1778, როდესაცგანჯის სახანო გაუქმებულ იქნა და მასზე ქართლ-კახეთის სამეფოსა და ყარაბაღის სახანოს ერთობლივი მმართველობა დაწესდა, ერეკლე II-მ ანდრონიკაშვილი განჯის მმართველად დანიშნა. 1785განჯაში აჯანყებამ იფეთქა, ერეკლე II-მ ჩააქრო აჯანყება და ანდრონიკაშვილი საქართველოში გამოიწვია.

  ანდრონიკაშვილს ეკუთვნის პოემა "მიჯნურთ ბადე", რომელშიც მოთხრობილია ფრანგისტან ჭაბუკისა და გულბაჰრ მზეთუნახავის სიყვარულის ამბავი. პოემა დაწერილია 16-მარცვლიანი შაირით, ცალკეული ეპიზოდები და პოეტური სამკაულები ნასესხებია "ვეფხისტყაოსნიდან""ვისრამიანიდან" და "ბარამგულანდამიანიდან".


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html