ჯემალ ქირია

ჯემალ ქირია

  ჯემალ სამსონის ძე ქირია (დ. 1 მარტი, 1940) – ქართველი მწერალი.

 

ბიოგრაფია

  ჯემალ ქირია დაიბადა 1940 წლის 1 მარტს, ზუგდიდში. მშობლები: დედა - ივდენ ღურწკაია, მამა - სამსონ ქირია. მეუღლე – ნათელა წერეთელი. შვილები – ირინე, თეა, სამსონი.

  1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი.

  1970-1990 წლებში იყო თსუ-ს გამომცემლობის რედაქტორი.

  მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ზუგდიდის განყოფილების მდივნად, ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელ მდივნად.

  მწერლის ცხოვრება ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა საოცარი თავგადასავლებით. მეოთხე კლასში იყო, როდესაც პირველად სახლიდან გაიქცა. საბჭოთა წყობისთვის დამახასიათებელი მკაცრი წესრიგის დამრღვევს ხან თურქეთის, ხან პოლონეთის, ხანაც ფინეთის საზღვარზე იჭერდნენ. ბოლოს ჩინეთში გადასვლა მოახერხა, სადაც ათი თვე იცხოვრა. მაშინდელი უშიშროების სამსახური ხან ციხეში და ხანაც ფსიქიატრიულში მოათავსებდა ხოლმე. თავისი თავგადასავალი მწერალმა აღწერა ავტობიოგრაფიულ რომანში "მე, როსინანტი" (1997).

  ჯემალ ქირიას ყველაზე გახმაურებული რომანი "მარადი მხედარი", რომელიც 1973–1975 წლებში დაიწერა და ოთხმოციანი წლების "ცისკარში" იბეჭდებოდა (№ 3–8, 1980), შეიძლება ჩაითვალოს "ფენტეზის" ჟანრის პირველ ქართულ ნამუშევრად.

  2000–2004 წლებში ცხოვრობდა ნიუ–იორკში. ამ ქალაქში ჩასული ქართველი ემიგრანტების ყოფა ასახულია მწერილის პუბლიცისტურ წერილებში და ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში "წიგნი არაფერზე".

  ჯემალ ქირია არის ამერიკაში გამოცემული პირველი ქართული საბავშვო წიგნის ავტორი – მისი ზღაპარი-რომანი "ბაციკუკუ და სამი ჯადოქარი" გამოაქვეყნა გამომცემლობა "ნაკადულმა" ("ბაციკუკუ", 1991), შემდეგ ეს წიგნი ინგლისურად თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა და გამოცემულია აშშ-ში (Baldie  , Publish America, Baltimore, 2005).

წიგნები

  • ესხირი (რომანი), თბ. "მერანი", 1980
  • იბერიული ამერიკის თანამედროვე ლიტერატურა და "ახალი რომანი", თბ. "თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა", 1981
  • პირველი ზეკარი (მოთხრობები), თბ. "ნაკადული", 1983
  • მარადი მხედარი (რომანი ფენტეზის ჟანრში), თბ. "მერანი", 1985
  • ბუტია სპილო (ზღაპრები), თბ. "ნაკადული", 1986
  • კუნძული (მოთხრობები), თბ. : საბჭოთა საქართველო, 1988
  • დიდობანას თამაში (რომანი), თბ. "ნაკადული", 1988
  • მკვდარი სახლი (რომანი), თბ. : მერანი, 1990
  • ბაციკუკუ (საბავშვო ზღაპარი–რომანი), თბ. "ნაკადული", 1991 
  • ბუტია სპილო და სხვა ზღაპრები, თბ. "ნაკადული", 1996
  • ჭიანჭველების ხელმწიფე ანდუყაფარი (საბავშვო ზღაპარი–რომანი), ქუთაისი, (ს/ს "სტამბა"), 1996
  • მე, როსინანტი (ავტობიოგრაფიული რომანი), თბ. "მერანი", 1997
  • არტურ-ტორეს-რიოსეკო, იბერიული ამერიკის დიდი ლიტერატურა (თარგმანი)
  • Baldie ("ბაციკუკუ", 1991), 2005, Publisher: PublishAmerica ], ISBN-13: 9781413739787
  • როგორ იხსნეს პატარებმა ანბანი - How the little ones saved the ABC (ქართულ და ინგლისურ ენაზე), 2006, "პალიტრა L"
  • მე - როსინანტი... (ბელეტრისტიკა, ტ.1), "საარი", 2006 -
  • მეხამრიდი (ბელეტრისტიკა, ტ.2), "საარი", 2006
  • მთელი დღე წვიმდა (ბელეტრისტიკა, ტ.3), "საარი", 2006
  • ესხირი (ბელეტრისტიკა, ტ.4), "საარი", 2006
  • მარადი მხედარი (ბელეტრისტიკა, ტ.5), "საარი", 2007
  • მკვდარი სახლი (ბელეტრისტიკა, ტ.6), "საარი", 2007
  • კიბე იაკობისი (ბელეტრისტიკა, ტ.7), 2008
  • შავი, წითელი, ჭრელი (ბელეტრისტიკა, ტ.8), "საარი", 2008
  • დიდობანას თამაში (ბელეტრისტიკა, ტ.9), "საარი", 2008
  • წიგნი არაფერზე (ბელეტრისტიკა, ტ.10), "საარი", 2008
  • ქაღალდის გემი (ბელეტრისტიკა, ტ.11), "საარი", 2010

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html