19 ოქტომბერი

დღის მოვლენები

439 : ვანდალები კართაგენს იღებენ.
1453 : ფრანგები ბორდოს იბრუნებენ, რითაც სრულდება ასწლიანი ომი ინგლისთან.
1469 : ფერდინანდ II არაგონელი ირთავს იზაბელა კასტილიელს, რამაც შესაძლებელი გახადა არაგონისა და კასტილიის გაერთიანება ერთ ქვეყანად - ესპანეთად.
1512 : მარტინ ლუთერი თეოლოგიის დოქტორი ხდება.
1781 : იორკტაუნთან, ვირჯინია, ბრიტანეთის მეთაური ლორდი კორნუოლისი ნებდება ფრანკო-ამერიკულ ძალებს ჯორჯ ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, რითაც დასასრულს უახლოვდება ამერიკის რევოლუციური ომი.
1812 : ნაპოლეონის ჯარმა მოსკოვი დატოვა.
1813 : ლაიპციგის ბრძოლაში ნაპოლეონ ბონაპარტემ ერთ-ერთი უმძიმესი დამარცხება განიცადა.
1873 : იელის, პრინსტონის, კოლუმბიისა და რატგერსის უნივერსიტეტები ქმნიან ამერიკული ფეხბურთის წესების პირველ კოდექსს.
1912 : ტრიპოლი ოსმალეთიდან იტალიის მფლობელობაში გადმოვიდა.
1921 : ლისაბონში სამხედრო გადატრიალებისას მოკლეს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და სხვა პოლიტიკოსები.
1933 : გერმანია ერთა ლიგიდან გამოდის.
1935 : ერთა ლიგა იტალიაზე ეკონომიკურ სანქციებს აწესებს ამ უკანასკნელის ეთიოპიაში შეჭრის გამო.
1943 : სტრეპტომიცინი, პირველი ანტიბიოტიკი ტუბერკულოზის სამკურნალო, გამოიყვანეს რატგერსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა.
1944 : აშშ-ის სამხედრო ძალები ფილიპენებზე გადმოსხდნენ.
1950 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯარები აღმოსავლეთ ტიბეტის ქალაქ ჩამდოს იღებენ.
1960 : აშშ-ის მთავრობა კომუნისტურ კუბას ემბარგოს უცხადებს.
1960 : მავრიტანია დამოუკიდებელი გახდა საფრანგეთისაგან.
1987 : შავი ორშაბათი - დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო 22%-ით ვარდება.
1991 : 7.0 ბალის მიწისძვრა მოხდა ჩრდილოეთ იტალიაში - 2000 ადამიანი დაიღუპა.
2003 : დედა ტერეზა პაპმა იოანე პავლე II-მ წმინდანად შერაცხა.
2005 : სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი იწყება მის მიერ ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ამ დღეს დაბადებულნი

1276 : ჰისააკი - იაპონელი შოგუნი
1896 : ეფრემ II - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი (გ.1972)
1899 : ასტურიასი, მიგელ - გვატემალელი მწერალი (გ.1974)
1910 : სუბრაჰმანიან ჩანდრასეხარი - ინდოელი ფიზიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1216 : იოანე უმიწაწყლო - ინგლისის მეფე
1745 : სვიფტი, ჯონათან - ირლანდიელი მწერალი (დ.1667)
1937 : რაზერფორდი, ერნესტ - ახალზელანდიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი (დ.1871)

დღესასწაულები (საეკლესიო მოვლენები)

 

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანის ხსენების დღეს:
    • თომა მოციქული
  • აგრეთვე:
    • ნიუე : კონსტიტუციის დღე
    • ალბანეთი : დედა ტერეზას დღე

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html