26 ოქტომბერი

26 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 299-ე დღე (ნაკიან წლებში – მე-300 დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 66 დღე.

დღის მოვლენები

  • 740 : ძლიერი მიწისძვრა მოხდა კონსტანტინოპოლში.
  • 1640 : რიპონის ზავი დაიდო, რომელმაც აღადგინა მშვიდობა შოტლანდიელებსა და ინგლისს შორი.
  • 1825 : ერის არხი გაიხსნა, რომელმაც ალბანი, ნიუ-იორკი ტბა ერის დააკავშირა.
  • 1863 : ფეხბურთის ასოციაცია შეიქმნა.
  • 1905 : ნორვეგია დამოუკიდებელი გახდა შვედეთისაგან.
  • 1912 : ქალაქი სალონიკი საბერძნეთს შეუერთდა მისი პატრონი წმინდანი დემეტრიუსის დღეს.
  • 1917 : კაპორეტოს ბრძოლა - იტალიამ კატასტროფული დამარცხება იწვნია გერმანიასა და ავსტრიასთან პირველ მსოფლიო ომში.
  • 1947 : ქაშმირის მაჰარაჯა თანხმდება მისი სამეფოს ინდოეთთან გაერთიანებაზე.
  • 1947 : ერაყში ბრიტანეთის ოკუპაცია სრულდება.
  • 1954 : ტრიესტი იტალიას უბრუნდება.
  • 1955 : მოკავშირეთა ბოლო ჯარისკაცის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ ავტრია მუდმივ ნეიტრალიტეტს აცხადებს.
  • 1994 : იორდანიამ და ისრაელმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
  • 1994 : დადასტურდა რომ ენდრიუ ვაილსმა სწორად დაამტკიცა ფერმას ბოლო თეორება.
  • 2002 : მოსკოვის თეატრის ალყა სრულდება - დაახლოებით 50 ჩეჩენი თავდამსხმელი და 150 მძევალი დაიღუპა რუსების სპეცნაზის მიერ კულტურის სახლის შტურმით აღებისას.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1685 : სკარლატი, დომენიკო - იტალიელი კომპოზიტორი (გ.1757)
  • 1867 : მეგრელი, დუტუ - ქართველი მწერალი და პოეტი
  • 1887 : არტემ ერქომაიშვილი - ქართველი ლოტბარი
  • 1916 : მიტერანი, ფრანსუა - საფრანგეთის პრეზიდენტი 1981-1995 (გ.1996)
  • 1919 : პაჰლავი, მოჰამედ რეზა - ირანის შაჰი (გ.1980)

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 899 : ალფრედ დიდი - ინგლისის მეფე
  • 1892 : ვინდშაიდი, ბერნჰარდ - გერმანელი იურისტი (დ.1817)
  • 1909 : იტო ჰირობუმი - იაპონიის პრემიერ-მინისტრი (დ.1841)
  • 1945 : პერიო, პოლ - ფრანგი მკვლევარი (დ.1878)
  • 1973 : ბუდიონი, სემიონ - რუსი სამხედრო მოღვაწე.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ანტონი - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი
    • წმინდა კარპოსი - თიატირელი ეპისკოპოსი, პაპილა დიაკონი, აღათოდორე და აღათონიკა
    • წმინდა ფლორენტი
    • ბენიამინე დიაკონი
    • ნიკიტა აღმსარებელი
    • ქრისა მოგლენელი იგივე ზლატა მოგლენელი

 

  • აგრეთვე:
    • ნაურუ : ანგამის დღე

  დღესასწაული ივერიის ღმრთისმშობლის ხატისა (ფოთში); ღირსისა მამისა ჩვენისა ანტონისა - ჭყონდიდელ მიტროპოლიტისა (1815) და მოწაფისა მისისა იაკობ მონაზონისა; წმინდათა მოწამეთა: კარპოს - თიატირელ ეპისკოპოსისა, პაპიდა დიაკონისა, დისა მისისა აღათონიკიასი და აღათოდორესი (251); მოწამისა ფლორენტიასი (I-II); მოწამისა ბენიამენ დიაკონისა (421-424); ღირსისა ნიკიტა აღმსარებლისა (დაახლ. 838); მოწამისა ქრისასი (1795) Tveni.Ge


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html