28 ოქტომბერი

28 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 301-ე დღე (ნაკიან წლებში – 302-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 64 დღე.

დღის მოვლენები

306 : მაქსენტიუსი რომის იმპერატორად გამოცხადდა.
312 : მილვიოს ხიდის ბრძოლა - კონსტანტინე I ამარცხებს მაქსენტიუს და რომის ერთპიროვნული იმპერატორი ხდება.
1492 : ქრისტეფორე კოლუმბი კუბაზე გადმოსხდა.
1516 : თურქული ჯარები დიდი ვეზირი სინან ფაშას მეთაურობით ამარცხებენ მამლუქებს ღაზასთან.
1538 : ახალი მსოფლიოს პირველი უნივერსიტეეტი - უნივერსიდად სანტო ტომას დე აქინო დაარსდა.
1628 : ლა როშელის ალყა, რომელიც 14 თვეს გრძელდებოდა, ჰუგენოტების დამარცხებით დამთავრდა.
1848 : პირველი რკინიგზის ხაზი გაიხსნა ესპანეთში ბარსელონასა და მატაროს შორის.
1886 : ნიუ-იორკის უბეში გროვერ კლივლანდმა თავისუფლების ქანდაკება გახსნა.
1918 : ჩეხოსლოვაკია დამოუკიდებელი გახდა ავსტრია-უნგრეთისაგან.
1922 : მარში რომზე - იტალიელი ფაშისტები ბენიტო მუსოლინის წინამძღოლობით რომში შემოდიან და იტალიის მთავრობას იღებენ კათოლიკური ეკლესიის დახმარებით; რომის პაპი პიუს IX-ს განცხადებით "მუსილინი ღვთის მოგზავნილი ადამიანია".
1924 : საფრანგეთმა ოფიციალურად ცნო სსრ კავშირი.
1940 : მმო - იტალია საბერძნეთში იჭრება ალბანეთის გავლით. ეს დღე საბერძნეთში აღინიშნება როგორც "უარის დღე".
1941 : ჰოლოკოსტი კაუნასში - გერმანიის სს-ელები კაუნასის გეტოში 9000-მდე ებრაელს ხოცავენ. დილის 6 საათზე ყველა ებრაელი მამაკაცი, ქალი თუ ბავშვი დემოკრატუს მოედანზე შეყარეს დასახვრეტად, შემდეგ კი თხრილებში დამარხეს.
1942 : ჰოლოკოსტი - 8000-მდე ებრაელი კრაკოვიდან ბელზეკის სიკვდილის ბანაკში შეყარეს.
1943 : ფილადელფიის ექსპერიმენტის სავარაუდი თარიღი.
1954 : ნიდერლანდის სამეფო დაარსდა როგორც ფედერალური მონარქია.
1962 : კუბის ქობინთა კრიზისი - საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშოვი აცხადებს, რომ მისი ბრძანებით კუბიდან საბჭოთა ქობინები მოხსნილ იქნა.
1965 : სენტ-ლუისში, მისური, მონუმენტი გეიტუიე არჩის მშენებლობა დასრულდა.
1979: პირველად აღინიშნა „თბილისობის“ დღესასწაული.
1981 : ჰევი-მეტალის ბენდი „მეტალიკა“ შეიქმნა სან-ფრანცისკოში.
1986 : თავისუფლების ქანდაკების დადგმის 100 წლისთავი აღინიშნა ნიუ-იორკის უბეში.
1990 : საქართველოში ჩატარდა პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკმა "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო" ზ. გამსახურდიას ხელმძღვანელობით. არჩევნების შედეგად ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ეროვნული პარლამენტი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
2007 : კომეტა 17პ/ჰოლმსი უეცრად 500.000-ჯერ კაშკაშა და შეუიარაღებელი თვალით ხილვადი გახდა ღამის ცაზე. მხოლოდ 175 ვარსკვლავია უფრო კაშკაშა.

ამ დღეს დაბადებულნი

1017 : ჰაინრიხ III - გერმანიის მეფე (გ. 1056)
1720 : ანტონ I - ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს კათოლიკოსი, მწერალი, მეცნიერი (გ.1788)
1848 : სარაჯიშვილი, დავით - ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი
1882 : რობაქიძე, გრიგოლ - ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე
1904 : ბააზოვი, გერცელ - მწერალი (გ. 1938)
1955 : გეიტსი, ბილ – ამერიკელი ბიზნესმენი
1967 : რობერტსი, ჯულია - ამერიკელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1704 : ლოკი, ჯონ - ინგლისელი ფილოსოფოსი (დ.1632)
1740 : ანა - რუსეთის დედოფალი (დ.1693)
1912 : ისიკავა ტაკუბოკუ - იაპონელი პოეტი
1936 : გაბაშვილი, გიორგი (გიგო) - ქართველი ფერმწერი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ექვთიმე ახალი
    • ლუკიანე ანტიოქიელი
    • სარვილე და ბებეა
    • საბინე კატანელი
  • აგრეთვე:
    • ჩეხეთი : დამოუკიდებლობის დღე

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html