კ ი ნ ო

რჩეული სტატია

 ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად. ხელოვნების ეს ჟანრი XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა, როდესაც იაპონელმა რეჟისორებმა პირველი ექსპერიმენტები დაიწყეს დასავლეთიდან შემოტანილი მულტიპლიკაციის ტექნიკაზე. თანდათან, ეს ჟანრი დიდ პოპულარობას იძენს იაპონიაში, რადგან შეზღუდული ბიუჯეტის, სასურველი გადასაღები მოედნებისა და დასავლური სტილის მსახიობების ნაკლებობის პირობებში, ანიმაცია რეჟისორებს მხატვრებისა და გამხმოვანებლების გამოყენებით ნებიმიერი სცენისა თუ პერსონაჟის შექმნის შესაძლებლობას უქმნიდა.

 სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რაც მის მაღალ პოპულარობას უწყობს ხელს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის ან იაპონური კომიქსისმანგას ან კომპიუტერული თამაშის სიუჟეტზე. ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე  კომპიუტერით . ანიმე იქმნება, როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდება ტელევიზიით, ინტერნეტით, კინოთეატრებითა და DVD დისკებით. ვრცლად...

Other Category

ანიმე

 ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.  სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად...

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html