დავით კარიჭაშვილი (დ. 1862 – გ. 1927) — ქართველი ისტორიკოსი, მწერალი, რუსთველოლოგი.
შედიოდა კირიონ II-ს მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიაში წევრად (გრიგოლ დიასამიძესთან და გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად), რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ჩაწერა.[1]
1920 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა–მუზეუმის გამგე. მისი წყალობით გადარჩა ამ საზოგადოების ფონდი.
იყო ალექსანდრე ყაზბეგის პირველი ბიოგრაფი.
შრომები და თხზულებები
- "ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია", 1929, გვ. 17–22
- ვინ უნდა იყოს «სომბატის ქრონიკის» ავტორი, კრებული «ძველი საქართველო», I, განყ. II, 1909
- საქებართა ქებანი, წერილი პირველი, ტფ., 1886
- სამი მსხვერპლი / მოთხრობა დ. კარიჭაშვილის მიერ. თბილისი, 1887
- თამარ მეფე (1184-1213), ტფილისი, 1892
- როსტომ მეფე, ტფ., 1894
- სვიმონ მეფე (1557-1600) ტფ., 1894
- საქართველო მეთორმეტე საუკუნეში (სურათებით), ტფ., 1902
- წიგნის ისტორია, ტფ., ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა N62, 1903
- კატალოგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების წიგნთ-საცავისა / ტფილისი : ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა, N67, 1905
- კატალოგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების წიგნთ-საცავისა : დამატება 1 / ტფ., ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამოცემა N101, 1911
- საქართველოს მოკლე ისტორია, ტფ., 1907
- ხუცური ანბანი. წამება ცხრათა ყრმათა კოლაელთა და ქართული ქორონიკონი / გამოცემული დ. კარიჭაშვილის მიერ. - ტფ., 1910
- ვეფხის-ტყაოსნის შედგენილობა. ტფილისი, 1913
- ხუცური ანბანი, მეორე გამოცემა. ტფილისი : თ. მთავრიშვილის და ამხ. წიგნის მაღაზიის გამოცემა N2, 1914
- ქართული ენის გრამატიკა : ეტიმოლოგია. 12 ტაბულით. - ტფ. : სახელგამი, 1929
ლიტერატურა
- ლ. კარიჭაშვილი, დავით კარიჭაშვილი - რედაქტორ-გამომცემელი და ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიკოსი, // «მწიგნობარი», თბ., 2002, N2, გვ.120-136
- ლია კარიჭაშვილი, დავით კარიჭაშვილი - რუსთველოლოგი (მისი ღვაწლი 1903 და 1920 წლების "ვეფხისტყაოსნის" გამოცემაში და სხვ. მეცნ. გამოკვლევები) // «მაცნე» – ენისა და ლიტერატურის სერია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, 2001, N1-4, გვ.49-56
- ს. ჯანაშია, დავით კარიჭაშვილი. კრებულში «ქართული ისტორიოგრაფია», №2, თბ., "მეცნიერება”, 1971, გვ. 136-140