27ოქტომბერი

27 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის მე-300 დღე (ნაკიან წლებში – 301-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 65 დღე.

დღის მოვლენები

1275 : ამსტერდამის დაფუძნების ტრადიციული თარიღი.
1553 : ერეტიკოსად შერაცხული მიგელ სერვეტი ჟენევასთან კოცონზე დაწვეს.
1644 : ნიუბურის მეორე ბრძოლა ინგლისის სამოქალაქო ომში.
1682 : პენსილვანიაში ქალაქი ფილადელფია დაარსდა.
1795 : აშშ და ესპანეთი მადრიდის ხელშეკრულებას დებენ, რითაც განისაზღვრა საზღვარი ესპანურ კოლონიებსა და აშშ-ს შორის.
1795 : კამპო ფორმიოს ხელშეკრულება დაიდო საფრანგეთსა და ავსტრიას შორის.
1810 : აშშ-მ დაიპყრო ყოფილი ესპანეთის კოლონია დასავლეთ ფლორიდა.
1904 : ნიუ-იორკის მეტროს პირველი ხაზი გაიხსნა; სისტემა მალე აშშ-ში უდიდესი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გახდა.
1924 : უზბეკეთეის სსრ დაარსდა საბჭოთა კავშირში.
1953 : ბრიტანეთის ბირთვული გამოცდა ტოტემ 2 განხორციელდა ემუს ველზე სამხრეთ ავსტრალიაში.
1971 : კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ზაირი დაარქვეს.
1990 : ყირგიზეთის სსრ-ის უზენაესი საბჭო ქვეყნის პირველ პრეზიდენტად ასკარ აკაევს ირჩევს.
1991 :
თურქმენეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა სსრ კავშირისაგან.
ჩეჩნეთის პრეზიდენტად დანიშნულ იქნა ჯოჰარ დუდაევი.
1998 : გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი გახდა.
1999 : სომხეთის პარლამენტის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარკისიანი და ექვსი პარლამენტარი.
2008 : პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ახალ, მკვეთრად ოპოზიციურ, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო აყალიბებს.

ამ დღეს დაბადებულნი

1466 : ერასმუსი - ნიდერლანდელი თეოლოგი (გ.1536)
1728 : კაპიტანი კუკი - ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი.
1782 : პაგანინი, ნიკოლო - იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი (გ.1840)
1840 : გოგებაშვილი, იაკობ - ქართველი პედაგოგი და საბავშვო მწერალი.
1858 : რუზველტი, თეოდორ - აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი (გ.1919)
1862 : ანდრონიკაშვილი (ზურაბიშვილი), ქეთევან - ქართველი მსახიობი
1900 : ჟაროვი, მიხეილ - საბჭოთა ეპოქის რუსი მსახიობი და რეჟისორი (გ.1981)
1904 : ასტაუროვი, ბორის - საბჭოთა ბიოლოგი-ციტეგენეტიკოსი (გ.1974)

ამ დღეს გარდაცვლილნი

1439 : ალბრეხტ II - გერმანიის, უნგრეთის და ჩეხეთის მეფე.
1505 : ივანე III - რუსეთის მეფე (დ.1440)
1949 : ჰალასი, ფრანტიშეკ - ჩეხი პოეტი (დ.1901)
1980 : წერეთელი, დავით - ქართველი ფერმწერი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ნაზარი და კელსი, გერვასი და პროტასი
    • სილუანე ხუცესი
    • პარასკევა სერბი
  • აგრეთვე:
    • თურქმენეთი : დამოუკიდებლობის დღე
    • სენტ-ვინსენტი და გრენადინები : დამოუკიდებლობის დღე

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html